მოტამ დაადასტურა - კიეზამ ახალი გუნდი უნდა იპოვნოს

AutoSharing Option
3 აგვისტოს ტურინის "იუვენტუსი" ამხანაგურ შეხვედრაში "ბრესტს" დაუპირისპირდა და 2:2 ითამაშა. "ვეკია სინიორას" განაცხადში არ გახლდათ 26 წლის შემტევი ფედერიკო კიეზა და "ბებერი ქალბატონის" ახალ მწვრთნელს მატჩის შემდეგ კითხვა სწორედ იტალიელი ფეხბურთელის მომავალის შესახებ დაუსვეს.

"კიეზა და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც დღეს განაცხადში არ გახლდათ, ჩვენი პროექტის მონაწილენი არ არიან. ჩვენ მათ შევატყობინეთ, რომ ახალი კლუბი იპოვნონ და გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება", - ციტირებს მოტას ფაბრიციო რომანო.

ინფორმაციისთვის, კიეზას "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მედიაში გავრცელებული ცნობით, მისი აგენტი
ლონდონში იმყოფება და იტალიელი ფეხბურთელის სამსახურით პრემიერ ლიგის გუნდები ინტერესდებიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Cieza napolishi politanos adgilas kargi varianti mgonia...
L.J .
14:39 04-08-2024
1
რა უნდათ ამ კაცთან? ერთადერთი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია მთელს იტალიაში
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული