როგორ "გადააგდო" "ნაპოლი" "ფროზინონეს" ნახევარმცველმა

AutoSharing Option
რამდენიმე დღე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლი" "ფროზინონეს" 24 წლის ნახევარმცველს, მარკო ბრეშიანინის ერთსეზონიანი იჯარით და გამოსყიდვის 11-მილიონიანი აუცილებელი პირობით აიყვანდა, მაგრამ უეცრად ყველაფერი შეიცვალა.

დღეს ბრეშიანინიმ რომის ვილა სტიუარტის კლინიკაში "ნაპოლისთვის" სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტის გასაფორმებლად მზად იყო, მაგრამ მოულოდნელად ნეაპოლურ კლუბს უგანა.

ბრეშიანინიმ "ატალანტაში" გადასვლა გადაწყვიტა, რომელმაც როგორც ჩანს, უკეთესი პირობები შესთავაზა. მან გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 40 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფროსინონემ თასზე ითამაშა პიზასთან და ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვა.ბურთის ფლობა,სანამ ვუყურებდი,75 % ჰქონდა,მაგრამ დარტყმები,3-11 მეტოქის სასარგებლოდ.უიმედოდ წააგეს 0-3.კვერნაძემ ითამაშა და დაახლოებით 65 წუთზე შეცვალეს.გამამწვავებელ პასებს,ნახევარდაცვიდან ვერავინ აკეთებდა.
სოსო
19:59 13-08-2024
1

სიახლეები პოპულარული