არსაიდამ ხმა, არსით ძახილი - ოსიმენის გამო "ნაპოლი" დასაცინი გახდა

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის დასრულებმდე 20 დღე დარჩა, "ნაპოლი" კი ვიქტორ ოსიმენის გაყიდვას ვერაფრით ახერხებს, ვინაიდან ნიგერიელს მთხოვნელების რიგი არ უდგას.

"რეპუბლიკას" საფეხბურთო მიმომხილველმა ანტონიო კორბომ რადიო Kiss Kiss-ის ეთერში განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბი ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით ზედმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი, სიტუაცია ანომალიურია, მისი შეძენის სურვილი არავის აქვს, შედეგად მიიღეს გაუფასურებული ფეხბურთელი, რომელიც წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ტურისტივითაა, ვერაფრით ეხმარება, იმის ნაცვლად, რომ "მოდენასთან" თასის მატჩზე თავისი გუნდისთვის თუნდაც ტრიბუნიდან დაეჭირა მხარი, დისკოთეკაზე წავიდა და "ნაპოლი" დაცინვის ობიექტი გახდა.

კორბოს თქმით,
რომელუ ლუკაკუზე იმედების დამყარება გადაჭარბებულია და ის მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხანგრძლივვადიანი პროექტის გათვალისწინებით, 31 წლის თავდამსხმელს არ აიყვანდა.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ნაპოლიმ" ლუკაკუში "ჩელსის" 25+5 მილიონი შესთავაზა, ხოლო ლონდონური კლუბი მინიმუმ 43 მილიონს ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
აბა ლაურ გამოტყდი ჯიბე უფრო გიბაგუნებს,თუ გული...
სვანსკი
14:52 13-08-2024
0
უსახელო მეგობარო მექანიკური შეცდომაა მომივიდა და რადგან თქვენ ასე აგაღელვათ გავითვალიწინებ თქვენ მოსაზრებას აღარ დავწერ შემდეგში კომენტარს აქ სიმართლე გითხრად არც ამდენხანს არ უნდა დამეწერა
გიორგი
13:49 13-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული