"ნაპოლი" ორი შოტლანდიელის გადაბირებას ცდილობს

AutoSharing Option
"ნაპოლი" ორი შოტლანდიელი ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ბრაიტონის" 23 წლის ნახევარმცველმა ბილ გილმორმა "ნაპოლიში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

კლუბები მალე მოლაპარაკებას გამართავენ და "ნაპოლი", ალბათ, გილმორს 12+3 მილიონ ევროდ შეიძენს.

"ნაპოლი" აგრეთვე "მანჩესტერის" 27 წლის ნახევარმცველის სკოტ მაკტომინეის იჯარით აყვანას აპირებს, მაგრამ განათხოვრების ვარიანტი "იუნაიტედს" არ აწყობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული