"ნაპოლი" ორი შოტლანდიელი ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს.
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ბრაიტონის" 23 წლის ნახევარმცველმა ბილ გილმორმა "ნაპოლიში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
კლუბები მალე მოლაპარაკებას გამართავენ და "ნაპოლი", ალბათ, გილმორს 12+3 მილიონ ევროდ შეიძენს.
"ნაპოლი" აგრეთვე "მანჩესტერის" 27 წლის ნახევარმცველის სკოტ მაკტომინეის იჯარით აყვანას აპირებს, მაგრამ განათხოვრების ვარიანტი "იუნაიტედს" არ აწყობს.