ყველაფერი ოფიციალურად დასრულდა - "ნაპოლიმ" ოსიმენი და კიდევ ერთი ფეხბურთელი სერია A-ს განაცხადიდან ამოაგდო

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და ვიქტორ ოსიმენს შორის ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა და ყველაფერმა ოფიციალური სახე მიიღო.

"პარტენოპეიმ" დღეს ნიგერიელი ფორვარდი მარიო რუისთან ერთად სერია A-ს განაცხადიდან ამოაგდო.

ინფორმაციისთვის, აფრიკელს ზაფხულში "ნაპოლის" დატოვება და კარიერის გაგრძელება რომელიმე გრანდში უნდოდა, თუმცა ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიკეტა და ახლა რამდენიმე ვარიანტი დარჩა.

ოსიმენი კატარში ან საუდის არაბეთში უნდა გადაბარგდეს, (სადაც სატრანსფერო ფანჯარა კიდევ რამდენიმე დღეა ღია), ან იანვრამდე "პარტენოპეის" 21-წლამდე გუნდში ივარჯიშოს. 

alt

- "ნაპოლიმ" ოსიმენი სერია A-ს განაცხადიდან ამოაგდო" style="height: 50px; width: 50px;" />განრისხებულმა ოსიმენმა "ნაპოლის" დირექტორებს წერილი მისწერა - ნიგერიელმა კლუბს ეს შეუთვალა

altდე ლაურენტისის ტრაგიკომედია - აზარტში შესულ აურელიოს ოსიმენი ხელში შერჩა და 138+ მილიონი იზარალა

მკითხველის კომენტარები / 12 /
აქედან ადვილი სათქმელია, ვინ რას ვფიქრობთ, მაგრამ მაინც ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს. ორი ჯიუტი დავრქიანი ტიპის ჯახი უფროა ეს სატრანსფერო სერიალი, ვიდრე პროფესიონალების მიღებილი გადაწყვეტილება. იმტვრიონ ეხლა რქები, ვინ რას მოიგებს ვნახავთ შორიდან.
პ.ს. ლაურენტისი მაინც დოდო ღლეა.. ნამეტანი თან. მეცოდება ყველა, ვინც მას პრინციპულობაში აყვება.
დავით
10:52 01-09-2024
0
არ იმსახურებს მართალია ლავრენტი დ***ს რო მოვეფერე ღუპავს ფეხბურთელებს ეს ბლე კაცი
დათო
01:09 01-09-2024
6

სიახლეები პოპულარული