"მართლაც დაუჯერებელი გრძნობაა" - სტამბოლში ჩასულმა ოსიმენმა "გალათასარაის" ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი 1-წლიანი იჯარით "გალათასარაიში" ოფოციალურად გადავიდა.

მას სტამბოლის აეროპორტში კლუბის არაერთი გულშემატკივარი და ჟურნალისტი დახვდა და ნიგერიელმა ადგილობრივ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"დაუჯერებელი გრძნობაა, მართლაც შესანიშნავი ატმოსფეროა. "გალათასარაის" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს და აქ ყოფნა მართლაც მახარებს.

შევხვდებით სტადიონზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გატანილი გოლებით ფანები ბევრჯერ გავახარო.

მერტენსი? - აქ გადმოსვლამდე ველაპარაკე და შესანიშნავი ბიჭია. კარგი იქნება მისი გაცნობა და ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები", - თქვა ოსიმენმა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ამიტომ დარჩება ნაპოლი ყოველთვის მეორე დონის კლუბად
და ვერასდროს გახდება გრანდი.
ოსიმენი არის დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი.
ჩემპიონობაშიც უდიდესი როლი შეასრულა
და ასეთ ფეხბურთელს კლუბი რო ზალით აგდებს გუნდიდან იქ დამთავრდა ყველაფერი.
ეხლა წარმოიდგინეთ.
რო რეალი ჩალიჩობდეს გააგდოს გუნდიდან მბაპე
ან ბარსა იამალს
ზუსტად ის სემთხვავაა :)
16
არ მითხრათ ეხლა ოსიმენმა რამე დაკარგა გალაში გადასვლით, ის ფაქტიურად ისევ ნაპოლის ფეხბურთელია და ხელფასი ისევ ნაპოლი გადაუხდის გალასთან ერთად-ისევ 10 ლიმონს აიღებს,ამასთან გალა 100 მლ-იანი თურქეთის ჩემპიონი და სუპერკლუბია, ევროპალიგაზეც გამოდის და ნეაპოლიც ისტამბულთან შედარებით აულია, ფანობასა პოპულარობაზე კი არაფერს ვამბობ...ასე რომ კიდევ საკითხავია იტალიის მე-10 ადგილოსან ნაპოლიში თამაში დღეს უფრო პრესტიჟულია თუ თურქულ გალათასარიაშიიიიიი...
27

სიახლეები პოპულარული