"მართლაც დაუჯერებელი გრძნობაა" - სტამბოლში ჩასულმა ოსიმენმა "გალათასარაის" ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი 1-წლიანი იჯარით "გალათასარაიში" ოფოციალურად გადავიდა.

მას სტამბოლის აეროპორტში კლუბის არაერთი გულშემატკივარი და ჟურნალისტი დახვდა და ნიგერიელმა ადგილობრივ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"დაუჯერებელი გრძნობაა, მართლაც შესანიშნავი ატმოსფეროა. "გალათასარაის" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს და აქ ყოფნა მართლაც მახარებს.

შევხვდებით სტადიონზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გატანილი გოლებით ფანები ბევრჯერ გავახარო.

მერტენსი? - აქ გადმოსვლამდე ველაპარაკე და შესანიშნავი ბიჭია. კარგი იქნება მისი გაცნობა და ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები", - თქვა ოსიმენმა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ლუკაკუს და კვარას კი ჯონის
გოგიტა
14:22 03-09-2024
7
ამას ,,მოხერხება" ხო უნდა?!... ორივე მხარემ ,,დახატეს"
Irakli Apkhaidze
14:15 03-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული