სერია A-ს მეოთხე ტურის დასკვნით მატჩში "უდინეზემ" სტუმრად "პარმას" 3:2 სძლია.
უდინურმა გუნდმა პირველი ტაიმი 0:2 დათმო, მაგრამ თამაშის შემოტრიალება შეძლო. დუბლი 31 წლის თავდამსხმელმა ფლორიან ტოვენმა შეასრულა.
"უდინეზე" 10 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ნაპოლის" 1 ქულით უსწრებს და 22 სექტემბერს გასვლაზე "რომას" დაუპირისპირდება.
პარმა. "ენიო ტარდინი"
პარმა - უდინეზე 2:3
გოლები: 1:0 დელ პრატო (2), 2:0 ბონი (43), 2:1 ლუკა (49), 2:2 ტოვენი (68), 2:3 ტოვენი (77)