"ინტერმა" ისევ მოიგო და ბოლო 12 მატჩში დაუმარცხებელია

AutoSharing Option
სერია A-ს მეჩვიდმეტე ტურში „ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „კომოს“ 2:0 სძლია.

„ინტერი“ ჩემპიონატზე ბოლო 12 მატჩში დაუმარცხებელია - 9 მოგება და 3 ფრე. სიმონე ინძაგის გუნდი ბოლოს 22 სექტემბერს „მილანთან“ დამარცხდა (1:2).

ლიდერი 40 ქულით „ატალანტაა“, 38 ქულით მეორე ადგილზე „ნაპოლია“, 37 ქულით მესამეზე „ინტერი“, 34 ქულით კი მეოთხეზე - „ლაციო“.

„ნერაძურის“ 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული და 28 დეკემბერს სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდება.

მილანი. „სან სირო“
ინტერი - კომო 2:0
გოლები: 1:0 კარლოს აუგუსტო (48), 2:0 ტიურამი (90+2)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული