უარი მამარდაშვილის "ვალენსიას" - ელიფ ელმასი სერია A-ში დაბრუნდა

AutoSharing Option
Sky Germany-ს ცნობით, 25 წლის ჩრდილოეთ მაკედონიელი ნახევარმცველი ელიფ ელმასი სერია A-ში ბრუნდება და იჯარით "ტორინოში" ითამაშებს.

ტურინელები ფეხბურთელს "ლაიფციგიდან" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ინათხოვრებენ და მისი გამოსყიდვა 17 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

"ნაპოლის" ყოფილი შუახაზელის გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიაში" განათხოვრება გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ შემდეგ საქმეში "ტორინო" ჩაერთო და ფეხბურთელმაც სერია A-ში დაბრუნება არჩია.

ელმასი გერმანულ კლუბს 2024 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შუერთდა, თუმცა გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. მან ჯამში ბუნდესლიგის 16 შეხვედრაში ითამაშა, თუმცა მის ანგარიშზე გოლი და შედეგიანი გადაცემა არ
ფიქსირდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხვიჩას ბაბუებო კონკურენტი არც ყავს და არც ეყოლება ისე დაასრულებს კაპრიერას. ა დათვი და ა კვალი! მე მითქვია და თქვენ დეიჯერებთ თუ არა, მაი თქვენი ნებაა.გეიგეთ ბაბულიკებო?
გურულო
12:00 30-01-2025
0
ბევრი იძახდით, ელმასი კონკურენტია კვარასიო და კაცს ორი წელია ათი თამაში არ უთამაშია. მომავალშიც მასე იქნება ნაპოლშიც და ყველგან.
კვარას კონკურენტობა ძაან ძნელია, რადგან ის ყველასგან განსხვავებულ, ქართულ ფეხბურთს თამაშობს.
მალხაზ ჯობავა
15:15 29-01-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული