"ნაპოლი" "კომოსთან" დამარცხდა და ლიდერობა ვერ დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს ოცდამეექვსე ტურში „ნაპოლი“, რომელსაც კვლავ ვერ დაეხმარა ტრავმირებული ნერესი, სტუმრად „კომოსთან“ 1:2 დამარცხდა.

ნეაპოლურმა გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

„ნაპოლი“ 56 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ინტერს“ 1 ქულით ჩამორჩება და მილანურ გუნდს 1-ელ მარტს უმასპინძლებს.

კომო. „ჯუზეპე სინიგალია“
კომო - ნაპოლი 2:1
გოლები: 1:0 რაჰმანი (7, საკ. კარში), 1:1 რასპადორი (17), 2:1 დიაო (77)

alt"სპალეტის კვარაცხელია და ოსიმენი მაინც ჰყავდა, რაც შეეხება კონტეს..." - რა თქვა კასანომ?

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 24 /
ძალიან საწყენია რომ "ნაპოლის" შანსები ჩემპიონიბაზე დღითიდღე მცირდება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ გუნდმა ხვიჩას (და პირიქითაც, რასაკვირველია) ბევრი რამ მისცა - უპირველეს ყოვლისა ევროპული აღიარება. და გარდა ამისა თუკი ნაპოლი მაინც გაჩემპიონდება, კვარასთვის უნიკალური შანსია ერთდროულად 2 ტოპ-ჩემპიონატის ჩემპიონი გახდეს. დანარჩენს რაც შეეხება, სენიორ აურელიომ თავის თავს უნდა დააბრალოს ხვიჩას წასვლა - არ შეიძლება გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს (მითუმეტეს ოსიმენის წასვლის შემდეგ) ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები ხელფასი ჰქონდეს!
დავით
14:23 24-02-2025
0
რასპადორი არ იძახდა ეს ვიდეო კვარას გაუგზავნეთო… ჩვენ იუვენტუსი დავამარცხეთო კვარა და პსჟ საშუალო გუნდს ვერ უგებენო ….!
ობლაკი
12:38 24-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული