"მილანი" გუნდის ერთ-ერთ ლიდერს კონტრაქტს გაუგრძელებს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "მილანი" 26 წლის გარემარბს, კრისტიან პულიშიჩს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელებს.

ამერიკელს "მილანი" ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს და სეზიონურ გასამრჯელოს 4 მილიონი ევროდან 5 მილიონამდე მოუმატებს.

პულიშიჩი "მილანმა" 2023 წელს "ჩელსისგან" 22 მილიონ ევროდ შეიძინა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა და კლუბის გამოცვლა არ უნდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
Kargia!!!Pulisichi Reinderstan ertad magal doneze tamashs agrdzeleben rasac samwuxarod sxvebze ver vityvi.

L.J .
19:26 26-02-2025
0
შენ ეგ ფარნიანი ნოკია ვერ მოიშორე
l.J.-Ს
20:34 26-02-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული