მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა 7 უპასუხო გოლი გაუტანა სან მარინოს და 6-დან 6 გამარჯვებით ლიდერობს. თავი გამოიჩინა სანდრო ვაგნერმა, რომლის ანგარიშზეც ჰეთ თრიკია. თითო გოლი გაიტანეს იულიან დრაქსლერმა, ამინ იუნესმა, შკოდრან მუსტაფიმ და იულიან ბრანდტმა.
ჩეხები ნორვეგიაში ტეოდორ გებრე სელასიეს გოლით იგებდნენ, მაგრამ ალექსანდრ სიოდერლუნდმა პენალტით გაათანაბრა - 1:1.
სტიუარტ დალასმა 92-ე წუთზე მოუტანა გამარჯვება ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს აზერბაიჯანში - 1:0.
შაბათი. 10 ივნისი
აზერბაიჯანი-ჩრ. ირლანდია
გოლები: 0:1 დალასი (92)
გერმანია-სან მარინო 7:0
გოლები: 1:0 დრაქსლერი (11), 2:0 ვაგნერი (16), 3:0 ვაგნერი (29), 4:0 იუნესი (38), 5:0 მუსტაფი (47), 6:0 ბრანდტი (72), 7:0 ვაგნერი (85)
ნორვეგია-ჩეხეთი 1:1
გოლები: 0:1 გებრე სელასიე (36), 1:1 სიოდერლუნდი (55-პენ)
თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 6 6 0 0 27-1 18
2. ჩრ. ირლანდია 6 4 1 1 11-2 13
3. ჩეხეთი 6 2 3 1 9-5 9
4. აზერბაიჯანი 6 2 1 3 3-9 7
5. ნორვეგია 6 1 1 4 6-10 4
6. სან მარინო 6 0 0 6 1-30 0