მ/ჩ 2018. შესარჩევი. D ჯგუფი. VII ტურის წინ: გაისვრის ბეილი?

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საშინაო შეხვედრაში ირლანდიას დაუპირისპირდება. D ჯგუფში კიდევ ორი მატჩი გაიმართება - სერბეთი მოლდოვას მიიღებს, უელსი - ავსტრიას.

ამ შეხვედრებს შეუძლიათ, დიდი ზეგავლენა მოახდინონ სატურნირო განლაგებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უელსში გასამართი მატჩი.

შესარჩევ ციკლში კარგი ასპარეზობით ვერც ერთი გუნდი ვერ დაიკვეხნის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩში წარუმატებლობა ნებისმიერი ნაკრებისთვის ფიასკოს ტოლფასი იქნება. საკადრო პრობლემები ავსტრიას უფრო აქვს.

უელსელთა მთავარი საფიქრალი კი მათი ლიდერის, გარეთ ბეილის არცთუ სახარბიელო სათამაშო კონდიციებია. ამიტომ, მადრიდის
"რეალის" გარემარბს აუცილებლად დასჭირდება მთელი თავისი შესაძლებლობების მობილიზება.

რა თქმა უნდა, ჯგუფის თანალიდერი სერბეთი მოლდოვის ნაკრების დამარცხებას და სატურნირო მდგომარეობის კიდევ უფრო გამყარებას გეგმავს. ამის გაკეთება მასპინძლებს არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა დაცვაზე ორიენტირებული მოლდოვა ბოლო დროს არავისთვისაა იოლი ლუკმა.

მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. VII ტური
2 სექტემბერი
საქართველო-ირლანდია 20:00
სერბეთი-მოლდოვა 20:00
უელსი-ავსტრია 22:45

მკითხველის კომენტარები / 3 /
უელსი მოიგებს
0
უელსი-ავსტრია - ფრე.
საქართველო ირლანდია - 0:1 ან 1:2
სერბია-მოლდოვა - 3:0 ან 4:0.
ანუ საბოლოოდ გაირკვევა 2 გუნდი: სერბეთი და ირლანდია.
haha
08:48 02-09-2017
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული