მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა დიეგო მარადონამ ინგლისელთა კარში ხელით გატანილ გოლზე თქვა, რომ ეს მისი კი არა, ღმერთის ხელი იყო. "სამი ლომის" მაშინდელმა ნახევარმცველმა პიტერ რიდმა მარადონას მიერ პიტერ შილტონის კარში შეგდებული ორი დიდებული ბურთი ასე გაიხსენა:
"იმ მომენტში დიეგო მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორმე, ნებისმიერი ხერხით დავემარცხებინეთ. ეს არ იყო "ღმერთის ხელი", ეს მატყუარა ნაძირალას ხელი იყო. შემდეგ კი ჩემის აზრით, ყველა დროის საუკეთესო გოლი გაიტანა. 30 წელი გავიდა და ეს ვერ მიმინელებია.
შემეძლო პლანეტის საუკეთესო
ფეხბურთელი შემეჩერებინა. სულ მესიზმრება ის ეპიზოდი. ნორმალურად ძილს ვერ ვახერხებ".
რიდი "ევერტონის" შემადგენლობაში ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 1985 წელს კი ინგლისის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მითქვია და გავიმეორებ, მარადონას შეჩერება 1986 წლის მსოფლიოზე ,როცა მარადონასმ ნახევარი გუნდი მოატყუა და ინგლისელებს მეორე ბურთი გაუტანა, ინგლისელებს რეალის ,,ვალვერდეს სტილში'' მარადონას შეჩერება თავისუფლად შეეძლოთ, მაგრამ არ იკადრეს, რეალის ურუგვაელმა პატარა ბიჭმა კი .... და რაც მთავარია ეს საქციელი ყველამ მოუწონა, ყოველ შემთხვევაში სხვა აზრი არავის გამოუხატავს...
და ეს არგუმენტები გამართლებაა იმ უწესობის რაც მარადონამ ჩაიდინა? ხელით გოლის გატანა სამართლიანია და ბატონი დიეგო კარგად მოიქცა?
ნუთუ ეს მოსაწონი ფაქტი და მაგალითია, რახან ფოლკლენდის კუნძულებზე არგენტინას (უსაფუძვლო) პრეტენზია აქვს? ისტორიულადაც და თანამედროვე სამართლითაც კუნძულები ინგლისის სამფლობელოა და არგენტინა სამხედრო ძალით შევიდა იქ მეოცე საუკუნის მიწურულს (!)
ყველა შემთხვევაში მარადონას საქციელი არის უწესობა, ტყუილი, უსამართლო და შეუფერებელი ფეხბურთისთვის.
ბატონოზაზა და ბატონო თამაზ,