
25 ოქტომბერს, მედიაჯგუფმა WAFA Media Foundation-მა, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოსთან" არის კავშირში, გამოაქვეყნა პოსტერი, რომელზეც "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესია გამოსახული.
პოსტერზე ინგლისურად და არაბულად წერია: "თქვენ ებრძვით სახელმწიფოს, რომლის ლექსიკონში არ არის სიტყვა - "კრახი".
კომპანია Nike-ის სახელგანთქმული დევიზი "უბრალოდ, გააკეთე ეს" (Just Do It) შემდეგნაირად გადაკეთდა: "უბრალოდ, ტერორიზმი" (Just Terrorism).
გარდა ამისა, "ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტში გაავრცელა პოსტერები მსოფლიოს ჩემპიონატის ემბლემების გამოსახულებით და მუქარის მოწოდებებით.



(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული