"ეს მესის გუნდია. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და შეუძლია ნაკრებს წინ გაუძღვეს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩემზე უფრო მესის გუნდია, - განუცხადა სამპაოლიმ Chicago Tribune-ს.
მესიმ საკლუბო დონეზე ყველა ტურნირი მოიგო, მაგრამ ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება ვერ მოახერხა და თქვა, რომ წელს ბოლო შანსი აქვს.