გერმანიამ ზედიზედ მეხუთე შეხვედრის მოგება ვერ მოახერხა, ავსტრიამ კი მიჯრით მეშვიდე თამაში მოიგო.
გერმანიის ნაკრების კარში 9 თვის უთამაშებელი მანუელ ნოიერი იდგა. ნამატჩევს გერმანელთა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გააკეთა კომენტარი.
"წაგება სასიამოვნო არაა, მაგრამ მანუს (ნოიერის) დაბრუნებით კმაყოფილი ვარ. ხვალ მას კიდევ ერთხელ დაველაპარაკები და გადავწყვეტ, წავიყვანო თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ნოიერმა რამოდენიმე რთული დარტმული ბურთი მოიგერია. საერთო ჯამში, ეს შესანიშნავი დაბრუნებაა".