მუნდიალი. F ჯგუფი. აქ იტალია უნდა ყოფილიყო, თუმცა შვედეთია...

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მსოფლიოს მთავარი საფეხბურთო ფორუმი 14 ივნისს გაიხსნება.

F ჯგუფი ასე გამოიყურება: გერმანია, მექსიკა, შვედეთი და სამხრეთი კორეა.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ამ ჯგუფში უპირობო ფავორიტია, ამ ჯგუფში კი მეორე ადგილის მოპოვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ვინ იქნება ეს?

შვედეთის ნაკრებზე მსოფლიო ჩემპიონატამდე, ალბათ, ყველაზე ხშირად საუბრობდნენ, რადგან მათ ჯერ იტალიის ნაკრები მუნდიალს მიღმა დატოვეს და შემდეგ ანალოგიურად მოექცნენ "ფეხბურთის ღმერთად" თვითწოდებულ ზლატან იბრაჰიმოვიჩს. შვედეთს, რომელსაც ვარსკვლავები არ ჰყავს, მაგრამ საკმაოდ ორგანიზებული და დალაგებული გუნდია, აქვს
შანსი, რომ ჯგუფიდან გავიდეს.

სამხრეთი კორეა აზიის ჩემპიონია და ერთი გამოკვეთილი ვარსკვლავიც ჰყავს "ტოტენჰემის" შეტევების ერთ-ერთი შემოქმედის, სონი ჰიმ მინის სახით, რომელზეც უპირობოდ იქნება დამოკიდებული მისი გუნდის თამაში, მაგრამ ამავდროულად, თანაგუნდელებმაც მხარი უნდა აუბან, თორემ ყველა საქმეს სონი ვერ გააკეთებს.

მექსიკის ნაკრებს ჩიჩარიტოც ჰყავს და დოს სანტოსებიც, ვისგანაც მხოლოდ სახელია დარჩენილი. ის დრო აღარ არის, როცა დოს სანტოსები მექსიკურ "ცხარე ტემპერამენტს" გვთავაზობდნენ, მაგრამ არ გამოვრიცხოთ, რომ პსვ-ს ფეხბურთელი ირვინგ ლოსანო ამ მუნდიალის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდეს, რომელსაც ძალიან დიდი შემოქმედებითობა ახასიათებს და თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ტალანტია.

მატჩები:

17 ივნისი: გერმანია - მექსიკა, მოსკოვი, ლუჟნიკის სტადიონი
18 ივნისი: სამხრეთი კორეა - შვედეთი, ნიჟნი ნოვგოროდი, ნიჟნი ნოვგოროდის სტადიონი
23 ივნისი: სამხრეთი კორეა - მექსიკა, როსტოვი, როსტოვ-ონ-დონი
23 ივნისი: გერმანია - შვედეთი, სოჭი, ფიშტის სტადიონი
27 ივნისი: სამხრეთი კორეა - გერმანია, ყაზანი, ყაზანის არენა
27 ივნისი: მექსიკა - შვედეთი, ეკატერინბურგი, ცენტრალური სტადიონი

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებას თბილისში აქტიურად ხვდებიან. ფასდაკლების ვებგვერდი Hotsale.ge მომხმარებლებს მუნდიალის მატჩების ყურებას სპეციალური შეთავაზებითა და ლოკაციებით სთავაზობს.

Sportall.GeHotsale.ge-ზე შეძლებთ პაბ-რესტორანი "სოლოლაკის სარდაფის" უგემრიელესი მენიუების 4 და 6 პერსონაზე ვაუჩერების შეძენას, სადაც ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის "ლაივი" დაგხვდებათ და ნებისმიერ მატჩს მიადევნებთ თვალყურს. გადადით ბმულზე



Sportall.GeHotsale.ge ლაუნჯ-რესტორან City Time-ის ფადასკლების ვაუჩერს გთავაზობთ, რომელშიც უგემრიელესი მენიუ და 4 პერსონაზე სასმელი შედის. ამას დამატებული 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლაივ-ტრანსლაცია. გადადით ბმულზე


altმუნდიალი. E ჯგუფი: ბრაზილია ჩემპიონობისთვის, დანარჩენები ჯგუფიდან გასასვლელად

altმუნდიალი. D ჯგუფი: სიკვდილის ჯგუფი და მესის კიდევ ერთი გამოცდა

altმუნდიალი. C ჯგუფი: საფრანგეთი გასაგებია, ვინ იქნება მეორე?

altმუნდიალი. B ჯგუფი: როცა ესპანეთსა და პორტუგალიას მაროკო ემუქრება...

altმუნდიალი. A ჯგუფი: რუსეთი ოცნებობს - "ოღონდ სალაჰი არა!"



გერმანია

მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
ფიფას რეიტინგი: პირველი ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: 18-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი: გამარჯვებული 1954, 1974, 1990 და 2014 წლებში.
ვარსკვლავი: მარკო როისი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 794 მილიონი

შემადგენლობა

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), კევინ ტრაპი (პსჟ)

მცველები: ჯერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი, ნიკლას ზულე, ჯოშუა კიმიხი (ყველა - ბაიერნი), მატიას გინტერი (ბორუსია გ.), იონას ჰეკტორი (კიოლნი), მარვინ პლატენჰარდტი (ჰერტა), ანტონიო რუდიგერი (ჩელსი)

ნახევარმცველები: იულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), იულიან დრაკსლერი (პსჟ), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), სამი ხედირა (იუვენტუსი), ტონი კროოსი (რეალი), ლეონ გორეტცკა, სებასტიან რუდი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (არსენალი)

თავდამსხმელები: მარიო გომესი (შტუტგარტი), მარკო როისი (ბორუსია დ.), ტომას მიულერი (ბაიერნი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი)


მექსიკა

მთავარი მწვრთნელი: ხუან კარლოს ოსორიო
ფიფას რეიტინგი: მე-15 ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: 15-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი: მეოთხედფინალი 1970 და 1986 წლებში
ვარსკვლავი: ხავიერ ერნანდესი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 130 მილიონი

შემადგენლობა

მეკარეები: ხესუს კორონა (კრუს ასული), ალფრედო ტალავერა (ტოლუკა), გილერმო ოჩოა (სტანდარტი)

მცველები: ედსონ ალვარესი (ამერიკა), უგო აიალა (ტიგრესი), ხესუს გალიარდო (უნამი), მიგელ ლაიუნი (სევილია), ეკტორ მორენო (სოსიედადი), დიეგო რეიესი (პორტუ), კარლოს სალსედო (აინტრახტი), ხესუს კორონა (პორტუ)

ნახევარმცველები:
მარკო ფაბიანი (აინტრახტი), ჯონათან დოს სანტოსი, ჯოვანი დოს სანტოსი (ორივე - ლოს ანჯელეს გელაქსი), ანდრეს გუარდადო (ბეტისი), ჰეკტორ ერერა (პორტუ), რაფაელ მარკესი (ატლასი)

თავდამსხმელები: ხავიერ აკინო (ტიგრესი), ხავიერ ერნანდესი (ვესტ ჰემი), რაულ ხიმენესი (ბენფიკა), ირვინგ ლოსანო (პსვ), ორიბე პერალტა (ამერიკა), კარლოს ველა (ლოს ანჯელესი)


შვედეთი

მთავარი მწვრთნელი: იან ანდერსონი
ფიფას რეიტინგი: 23-ე ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: 19-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი: მეორე ადგილი 1958 წელს
ვარსკვლავი: ემილ ფორსბერგი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 103 მილიონი

შემადგენლობა

მეკარეები: რობინ ოლსენი (კოპენჰაგენი), კარლ-იოჰან ჯონსონი (გენგამი), კრისტოფერ ნორდფელდტი (სუონსი)

მცველები: მიკაელ ლუსტიგი (სელტიკი), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერი), ანდრეას გრანკვისტი (კრასნოდარი), მარტინ ოლსონი (სუონსი), ლუდვიგ აუგუსტინსონი (ვერდერი), ფილიპ ჰელანდერი (ბოლონია), ემილ კრაფტი (ბოლონია), პონტუს იანსონი (ლიდსი)

ნახევარმცველები: სებასტიან ლარსონი (ჰალ სიტი), ალბინ ეკდალი (ჰამბურგი), ემილ ფორსბერგი (ლაიფციგი), გუსტავ სვენსონი (სიეტლი), ოსკარ ჰილიემარკი (ჯენოა), ვიქტორ კლაესონი (კრასნოდარი), მარკუს როდენი (კროტონე), ჯიმი დურმაზი (ტულუზა)

თავდამსხმელები: მარკუს ბერგი (ალ-აჰლი), ჯონ გუიდეტი (ალავესი), ისააც ტელინი (ბევერენი), ოლა ტოივონენი (ტულუზა)


სამხრეთი კორეა

მთავარი მწვრთნელი: შინ ტაე იანგი
ფიფას რეიტინგი: 61-ე ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მოანწილეობა: 9-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი: მეოთხე ადგილი 2002 წელს
ვარსკვლავი: სონი ჰიმ მინი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 76 მილიონი

შემადგენლობა

მეკარეები: კიმ სინ გიუ (“ვისელ კობე“), კიმ ჯინ ჰენი (“სერესო ოსაკა“), შიუ ჰიუნ უ (“ტეგუ“).

მცველები: კიმ ენ გვონი (“გუანჯოუ ევერგრანდი“), ჩან ჰენ სუ (“ტოკიო“), იუნ ენ სონი (“სონამი“), ო ბან სუკი (“ჩეჯუ იუნაიტედი“), კიმ ჯინ სუ (“ჩონბუკი“), კიმ მინ უ, ჰონ ჩული (ორივე “სანჯუ სანმუ“), პაკ ჩუ ჰო (“ულსან ჰენდე“), კო ე ჰანი (“სეული“), ლი ენი (“ჩეჯუ იუნაიტედი”).

ნახევარმცველები: კიმ სონ ენი (“სუონსი“), კუ ჯა ჩჰოლი (“აუგსბურგი“), ლი ჯე სონი (“ჩონბუკი“), ლი სინ უ (“ვერონა“), მუნ სონ მინი (“ინჩჰონ იუნაიტედი“), ჩონ უ ენი (“ვისელ კობე“), ჩუ სე ჯონი (“ასან მუნგჰუა“).

თავდამსხმელები: კიმ სინ უკი (“ჩონბუკი“), სონი ჰინ მინი (“ტოტენჰემი“, ინგლისი), ჰვან ჰი ჩჰანი (“ზალცბურგი“, ავსტრია).


altროგორი სტადიონებით ხვდება რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატს? [VIDEO]






მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე ამბობთ ეხლა იტალიას რა უნდოდაო მანდო
არგენტინა გყავთ მაგარი
იტალიის ფეხბურთის დევნა გძელდება უკვე ათწლეულებია მსოფლიო ორგანიზაციების მხრიდან
ყველაფერი მათ დაკნინებას ემსახურება
რუსეთები და კატარები იგებენ მსოფლიოს მასპინძლობას იტალიას მრავალგზის ჩემპიონს შანსსაც კი არ აძლევენ
არარი გასაკვირი რეგრესი რო აქვს ამ ქვეყანას
მაგრამ მაშინ როცა ცუდ ფეხბურთზე ლაპარაკობთ გაიხსენეთ რომელი გყავთ 2006 წლის მერე ნორნალურად მოტამაშე ნაკრები ბოლო მსოფლიო კოსტარიკა და კომლიმბია თამაშობდა ფსხბურთს და აქ იტალიას მიწუნებენ და ბრაზილიაა მაგარი 7_1 რო შეისრუტა
გამოხვალთ სიტყვით აქ ვითონ ზე ფეხბურთი იყოს ეკრანებზე
რავთქვი ჰოლანდიის და იტალიის გარეშე ჩატარებულ მსოფლიო
მივაპუტინე იმ მსოფლიოს ჩილე რო ჩარჩება და არგენტნა გავა
ოღონდაცა რა !!!!
12:23 12-06-2018
0
იტალია რატომ უნდა ყოფილიყო?
გიორგი
20:40 11-06-2018
1

სიახლეები პოპულარული