"მანჩესტერისა" და დანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიისა და ირანის ნაკრებების მატჩი გაარჩია.
"ირანმა პორტუგალიაზე უკეთ ითამაშა. ირანელები უკეთ იბრძოდნენ და ფეხბურთის თამაში მეტოქეზე მეტად უნდოდათ. მეორე ტაიმში რონალდო საერთოდ შეუმჩნეველი იყო. მან შესვენებამდე გოლის გატანის შესაძლებლობები ვერ გამოიყენა და თერთმეტმეტრიანიც გააცუდა.
თითქოს დიადი ფეხბურთელები ასეთ სიტუაციებში არ უნდა ცდებოდნენ, მაგრამ შეცდომა დაუშვა ლეო მესიმ, ახლა კი რონალდომ იგივე გაიმეორა. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ კრიშტიანოს "ოქროს ბურთის" მოგება სურს, თუმცა ჰარი კეინს ჩამორჩება.
რონალდომ ცუდი მატჩი ჩაატარა.
ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც გახარებული გახლდათ. როდესაც მსაჯმა გააფრთხილა, მართლა იცინოდა. პორტუგალიელმა მოწინააღმდეგეს სახეში იდაყვი ჩაარტყა. შეიძლება დიდხანს ვიკამათოთ, ეს განზრახ გააკეთა თუ არა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და ვერდიქტი ცალსახა უნდა ყოფილიყო - წითელი ბარათი. მსაჯის გადაწყვეტილების მოლოდინში რონალდო ძალიან ნერვიულობდა".
კარლოს კეირუში: რონალდო იმიტომ არ გააძევეს, რომ ვარსკვლავია?
მუნდიალი 2018: B ჯგუფის საოცარი ფინიში -ესპანეთი პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო პორტუგალია - მეორეზე [VIDEO]