ამ ჯგუფში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მხოლოდ ის უნდა გარკვეულიყო, ინგლისი გავიდოდა პირველ ადგილზე თუ ბელგია. მწვრთნელებმა ზოგიერთ წამყვან ფეხბურთელს პლეი-ოფის წინ დასვენების საშუალება მისცეს, ექპერიმენტული სასტარტო შემადგენლობები დააყენეს და მატჩმა სპარინგის ხასიათი მიიღო.
გარეთ საუტგეითი: ჰარი კეინი რომ 10 წუთით შემეშვა მოედანზე და მუხლის ტრავმა მიეღო?
უსახური პირველი ტაიმის შემდეგ იანუზაიმ ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა, ამის შემდეგ მოედანზე ბევრი არაფერი არ შეცვლილა და ბელგიამ 1:0 გაიმარჯვა.G ჯგუფი. ხუთშაბათი. 28 ივნისი. კალინინგრადი. 33 973 მაყურებელი
ინგლისი - ბელგია 0:1
გოლი: 0:1 იანუზაი (52)
ინგლისი: პიკფორდი, როუზი, სტოუნსი (მაკგუიარი 46), კეჰილი, ალექსანდერ-არნოლდი (უელბეკი 78), დელფი, ჯოუნსი, ლოფტუს-ჩიკი, დაიერი, რეშფორდი, ვარდი
ბელგია: კურტუა, ვერმალენი (კომპანი 75), ბოიატა, დენდონკერი, ფელაინი, ტ. აზარი, ტილემანსი, დემბელე, შადლი, იანუზაი (მერტენსი 86), ბატშუაი
G ჯგუფი. ხუთშაბათი. 28 ივნისი. სარანსკი. 37 168 მაყურებელი
პანამა - ტუნისი 1:2
გოლები: 0:1 მერიაჰი (33, საკ. კარში), 1:1 ბენ იუსეფი (51), 1:2 ჰაზრი (66)
პანამა: პენედო, ესკობარი, რ. ტორესი (გუმინგსი 46), მაჩადო, ოვალიე, ავილა (აროიო 81), გოდოი, როდრიგესი, ბარსენასი, გომესი, გ. ტორესი (ტეხადა 56)
ტუნისი: მათლუთი, მერიაჰი, ჰადადი, ბედოუი, ნაგუესი, სასი (ბადრი 46), სხირი, ბენ იუსუფი,ჰაზრი, ჩაალელი, სლიტი (ჰალილი 77)