მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის ნაკრებმა იაპონიას 0:2-დან შემოუტრიალა თამაში და 3:2 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი ბელგიელების უპირატესობით კი მიმდინარეობდა, მაგრამ იაპონელები ორგანიზებულად იცავდნენ თავს და სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ.
შესვენების შემდეგ ჰარაგუჩიმ ვერტონგენის შეცდომით ისარგებლა, კურტუასთან მახვილი კუთხიდან პირისპირ გავიდა და ამ უკანასკნელმა თავისი გუნდი ვერ გადაარჩინა. მერე ედენ აზარმა ბურთი ხარიხას გაარტყა, კონტრშეტევაზე კი ინუიმ ანგარიში 0:2 გახადა და რობერტო მარტინესის გუნდი თითქოს კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. უკანასკნელად ამ ტურნირის პლეი-ოფში 2-ბურთიანი ფორის ამოქაჩვა 48 წლის წინ გერმანიამ ინგლისთან მოახერხა.
მარტინესმა უმალ ცვლილებები განახორციელა, კარასკოს და მერტენსის ნაცვლად შეცვლაზე შადლი და ფელაინი შეუშვა და თამაშის სურათიც შეიცვალა.
69-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ვერტონგენმა თავით დაარტყა თუ კარისკენ ჩააწოდა ბურთი, მეკარე კავაშიმამ შეცდომა დაუშვა და 1:2, ხოლო 74-ე წუთზე ედენ აზარის გადაცემით, თავურით ფელაინიმ ანგარიში გაათანაბრა.
86-ე წუთზე კავაშიმამ ახლო მანძილიდან შადლისა და ლუკაკუს თავით დარტყმული ბურთები მოიგერია და როდესაც ყველას ეგონა დამატებითი დრო დაინიშნებოდა, შადლიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ორშაბათი. 2 ივლისი. როსტოვი. 41 466 მაყურებელი
ბელგია - იაპონია 3:2
გოლები: 0:1 ჰარაგუჩი (47), 0:2 ინუი (52), 69 ვერტონგენი (69), 2:2 ფელაინი (74), 3:2 შადლი (90+4)
ბელგია: კურტუა, მენიე, ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი, კარასკო (შადლი 66), ვიტსელი, დე ბრუინე, მერტენსი (ფელაინი 66), ლუკაკუ, აზარი
იაპონია: კავაშიმა, საკაი, იოშიდა, შოჯი, ნაგატომო, შიბასაკი (იამაგუჩი 81), ჰასებე, ჰარაგუჩი (ჰონდა 81), კაგავა, ინუი, ოსაკო
23:56 02-07-2018
მუნდიალი 2018: ბელგიამ იაპონიას საოცარი მატჩი შემოუტრიალა [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
კომენტირებულ პროგნოზებზე ზედმეტია საუბარი. ბელგიელთაგან აღტყინებულთ რაღაც საბრალო-დამცინავი კომენტარები ჰქონდათ დასაწყისში, თუმცა 2-0ზე უკვე ფერი და ზნე ეცვალათ და იაპონელთა სწორ და უშეცდომო ტაქტიკაზე ამეტყველდნენ. მოკლედ ვერ დაასკვნეს რა გუნდი თამაშობდა სუსტი თუ ძლიერი. (ვერც ბელგიამ გაიგო პრინციპში, ლუკაკოც გამოშტერებული იყურებოდა ხალხი არ ჩანს ირგვლივ და ამ ბურთს ვინ მართმვევს ან ძირს ან მაღლაო).
ფეხბურთი ცალკე თემაა იქით იყოს და იაპონია რო თავმდაბალი და ვაჟკაცი ერია და ეს 2 მცნება რომ ერთად არსებობს რომელიც ჩვენთვის (და ბევრისთვის)გაუგებარია კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. იმაში რომ, 2-0 ის შემდეგ არ იხოცებოდნენ და იკლაკნებოდნენ კოღოს ნაკბენზე ირანელებივოთ და კოსტარიკელებივით (ჩვენი საგორაო სადაა ჯერ თორემ იცოცხლე ჩვენ იქ ვიგორავებდით...). ქომაგებს ძველბიჭობა არ დაუწყიათ სტადიონზე, პირიქით წყნარად აალაგეს, დაასუფთავეს თავიანთი ადგილი და დააფიქსირეს რომ იქ იაპონიის გულშემატკივრები ისხდნენ და არა ღორები.