მუნდიალი 2018: შვედეთის ნაკრებმა შვეიცარია 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში შვედეთის ნაკრებმა შვეიცარია 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში გუნდები ზედმეტად ფრთხილობდნენ, თუმცა რამოდენიმე მომენტი კი შექმნეს. მეორე ტაიმში ფორსბერგმა შორიდან აკანჯისგან რიკოშეტით გაიტანა გოლი. შვეიცარიელების მწვრთნელმა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა უმალ შეცვლებით სცადა შეტევის გაძლიერება და თამაშიც გაამწვავა. თუმცა, საპასუხო გოლის გატანა შვეიცარიამ ვერ მოახერხა და მეოთხედფინალში "ტრე კრუნური" გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთზე ოლსონი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, ლანგმა წააქცია, მსაჯმა კი ის გააძევა და პენალტი არ დანიშნა.


altვიკტორ კლასონი: თუ

ჰოკეიში მოვიგეთ მსოფლიოს ჩემპიონატი, ფეხბურთში რატომ არ უნდა მოვიგოთ?


სამშაბათი. 3 ივლისი. სანკტ პეტერბურგი. "კრესტოვსკი" 64 064 მაყურებელი
შვედეთი - შვეიცარია 1:0
გოლი: 1:0 ფორსბერგი (67)
გაძევება: ლანგი (90+3)

შვედეთი: ოლსენი, ლუსტიგი (კრაფტი 81), ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი, კლასონი, სვენსონი, ეკდალი, ფორსბერგი (ოლსონი 81), ტოივონენი, ბერგი (ტელინი 90)

შვეიცარია: სომერი, ლანგი, ჯურუ, აკანჯი, როდრიგესი, ბეჰრამი, ჯაკა, შაქირი, ჯემაილი (სეფეროვიჩი 73), ცუბერი (ემბოლო 73), დრმიჩი
მკითხველის კომენტარები / 3 /
უილაჯო, უჯიგრო და ბღლარძუნა თამაში იყო. იქით შაქირი იტანჯებოდა, აქეთ აყლაყუდა შვედები. ბოლოს ერთი უჯიგროდ მოიქნიეს, რიკოშეტით გავიდა და მორჩა კინო.
გგგ
04 ივლისი 2018 01:14
0
იტალიის გულშემატკივარი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ნამდვილად დააკლდა იტალიაც და ჰოლანდიაც. ისე მიზეზი ორივემ თავის თავს უნდა დააბრალოს
გგგ
04 ივლისი 2018 14:11
0
რავიცი ძმაო კი უხაროდათ ზოგიერთებს იტალიის გავარდნა და უყურონ ეხლა ეგეთ ტანჯულა გუნდებს:)
gg
04 ივლისი 2018 10:31
0

სიახლეები პოპულარული