მუნდიალი 2018: მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილიაც დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის ნაკრებმა ბრაზილია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდება.

მატჩი ბრაზიიელთა შტურმით დაიწყო, მათ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და ალოგიკურად ბელგია დაწინაურდა - ავტოგოლი ფერნანდინიომ მიითვალა და თვალსასეირო თამაში წავიდა. სელესაო უტევდა, ბელგია კი სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა და 31-ე წუთზე ლუკაკუს გარღვევის შემდეგ დე ბრიუნემ მეორედ დალაშქრა ალისონის კარი. ამის შემდეგ სამხრეთამერიკელებმა უშედეგოდ სცადეს ანგარიშის შემცირება და პირველი ტაიმი 0:2 წააგეს.

მოკლედ, ტიტეს გუნდი ისეთივე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორშიც იმყოფებოდა მისი მეტოქე მერვედფინალში იაპონიასთან. ბელგიას თავიდან გაუმართლა,
მერე ბრაზილიამ დიდი ძალებით შეუტია, ზურგი მოუშიშვლდა, კონტრშეტევაზე ნახევარდაცვას მარტინესის გუნდი ადვილად და დიდი სისწრაფით გადიოდა და ამით ისარგებლა კიდეც.

altტიბო კურტუა: ვიცოდი, ნეიმარი როგორც დაარტყამდა ბურთს

შესვენების შემდეგ ტიტემ ვილიანის ნაცვლად შეცვლაზე ფირმინო შეუშვა და ისევ გადავიდა ბრაზილია შეტევაზე, მსაჯმა ჩათვალა, რომ 58-ე წუთზე კომპანიმ ჟესუსზე თამაშის წესები არ დაარღვია და პენალტი არ დანიშნა. მერე აზარმა ვერ გამოიყენა მომენტი, ჟესუსის ნაცვლად შეცვლაზე შესული დუგლას კოსტას ჩაწოდებული ბურთი კურტუამ მოიგერია, პაულინიომ კი დამატებაზე ვერ ივარგა. სამაგიეროდ ივარგა 76-ე წუთზე რენატო აუგუსტომ, რომელმაც კოუტინიოს გადაცებულ ბურთს კურტუას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ცოტა ხანში მანვე ანგარიშის გათანაბრების კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ნეიმარის სოლო-რეიდის შემდეგ ვერც კოუტინიომ მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა, ნეიმარის დარტყმული ბურთი კურტუამ სასწაულებრივ ნახტომში მოიგერია და ბელგიამ გაიმარჯვა.


altკევინ დე ბრიუნე: მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა

პარასკევი. 6 ივნისი. ყაზანი.
ბრაზილია - ბელგია 1:2
გოლები: 0:1 ფერნანდინიო (13), 0:2 დე ბრიუნე (31), 1:2 რენატო აუგუსტო (76)

ბრაზილია: ალისონი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო, ფაგნერი, კოუტინიო, პაულინიო (რენატო აუგუსტო 73), ფერნანდინიო, ვილიანი (ფირმინო 46), ნეიმარი, ჟესუსი (დუგლას კოსტა 58)

ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი, მენე, ვიტსელი, ფელაინი, შადლი (ვერმაელენი 83), დე ბრიუნე, ე. აზარი, ლუკაკუ (ტილემანსი 87)

მკითხველის კომენტარები / 24 /
მოიგო შემადგენლობით უფრო დაბალანსებულმა და ტაქტიკურად უფრო განართულმა გუნდმა მიუხედავად იმის რომ
ბრაზილიას მაგარი მომენტები ჰქონდა მეორე ტაიმში.

ნეიმარი კი მარიაჟი და პიჟონია და ზედმეტად გაპიარებული. ფეხბურთი კაცების სპორტი უნდა იყოს. ძალიან გული დამწყდებოდა ამ თავში ავარდნილ პიჟონს რომ მოეგო ჩემპიონატი, რომელიც უთავმოყვარეოდ იკლაკნება ხოლმე მოედანზე როგორც კი შეეხებიან, თითქოს ფეხი მოაჭრესო და საშინელ მაგალითს აძლევს მომავალ ფეხბურთელებს.
ბელგია
09:30 07-07-2018
2
ნეიმარს მეტი ყურადღება უნდა დაეთმო თამაშისთვის და ნაკლები – სიმულანტობისთვის. იქნებ უკეთ გამოსულიყო საქმე.
გიორგი
09:23 07-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული