მუნდიალი 2018: რუსეთი ნახევარფინალში ვერ გაღოღდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა ხორვატიასთან და გათამაშებას გამოეთიშა.

მთელი რუსეთი მოულოდნელად მერვედფინალში გასვლის შემდეგ აჟიტირებული და მორიგი სენსაციის მოლოდინში იყო. ცნობილმა ტელეკომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა თქვა, რომ ესპანეთთან შეხვედრის წინ ფსონს თავისი ქვეყნის გუნდზე ჩავიდა, ამჯერად ასე არ მოიქცა, კარგი იქნებოდა, თუ ერთ გოლზე მეტს არ გაუშვებდნენ და თუ ამას მოახერხებდნენ, მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი გენიოსი იქნებოდა. თავად ჩერჩესოვმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც გაუჭირდებოდათ.

პირველი 5 წუთის განმავლობაში რუსეთის ნაკრებმა შეუტია, შემდეგ კი ინიციატივას ხორვატები
დაეუფლნენ და ბურთზე კონტროლიც დაამყარეს, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. 31-ე წუთზე კი ჩერიშევმა კონტრშეტევისას შორიდან გაიტანა გოლი. თუმცა, სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში - მანძუკიჩის პასით კრამარიჩმა თავურით დალაშქრა აკინფეევის კარი.

პირველ ტაიმში რუსეთის ნაკრები უფრო ბრძოლისუნარიანი იყო, ზონებს კარგად კეტავდა, ორგანიზებულად მოქმედებდა და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა.

შესვენების მერე თამაშის სურათი არ შეცვლილა, ხორვატია უტევდა, რუსეთი კონტრშეტევებით პასუხობდა. 56-ე წუთზე პერიშიჩმა ძელს გაარტყა ბურთი, არადა გოლი თითქოს გარდაუვალი იყო. ვერ შეძლო ზლატკო დალიჩის გუნდმა გოლის გატანა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

101-ე წუთზე ვიდამ ნაკუთხურალ ბურთს აკინფეევის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, 115-ე წუთზე ფერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა, პენალტების სერიაში კი ხორვატიამ გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

altგაღიზიანებულმა ჩერჩესოვმა ნამატჩევს ჟურნალისტს შეუტია

ვულოცავთ გამარჯვებას ხორვატიის ნაკრების გულშემატკივრებს და ვუსამძიმრებთ რუსეთის ნაკრების ქომაგებს, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად საქართველოში მრავლად ყოფილან...


შაბათი. 7 ივნისი. სოჭი. "ფიშტი". 44 287 მაყურებელი
რუსეთი - ხორვატია 1:1 (დ.დ. 2:2, პენ. 3:4 )
გოლები: 1:0 ჩერიშევი (31), 1:1 კრამარიჩი (39), 1:2 ვიდა (101), 2:2 ფერნანდესი (115)

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშოვი, ზობნინი, კუზიაევი, გოლოვინი (ძაგოევი 103), ჩერიშევი (სმოლოვი 67), სამედოვი (ერიოხინი 54), ძიუბა (გაზინსკი 79)

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო (ჩორლუკა 96), სტრინიჩი (პივარიჩი 74), ლოვრენი, ვიდა, რაკიტიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი (ბროზოვიჩი 63), კრამარიჩი (კოვაჩიჩი 89), მანძუკიჩი, რებიჩი
მკითხველის კომენტარები / 51 /
რაკიტიჩმა შიგ კრემლში გასთხარა, მაგარი იყო
frate
08 ივლისი 2018 06:37
14
მეც ხორვატის გასვლა მინდოდა ფეხბურთისთვის ასე ჯობდა ნამდვილად,მაგრამ ასეთი კომენტატორები და თამაშის ასე წაყვანა არ შეიძლება ზოგადადც არ მომწონს არცერთი კომენტატორი ვისაც მიყავს ეს თამაშები უამრავ შეცდომებს უშვებენ და ზოგჯერ ძაან გამაღიზიანებელია ამათი მოსმენა ეხლა რაც შეეხება პატრიოტიზმს თუ ესეთი პატრიოტებუ ვართ არც ის რუსი ტურისტები შემოვუშვათ საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქები და არც ქართველი ფეხბურთელები გავუშვათ რუსეთის ჩემპიონატში და ის ხალხი ვინც რუსეთში ცხოვრობს ქართველი და მოქალაქეა ყველა ოღალატეთ შევრაცხოთ იმ 70 წლიანი ოკუპაცის პერიოდში კი ბევრი ცუდი გააკეთა რუსეთმა მაგრამ კარგიც გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და დაუნახავები არ უნდა ვიყოთ ხოლო პატიოტიზმზე და დაღუპულ გმირებზე მის თქმა შემიძლია რომ ტატუნაშვილის აქციაზე ,რომ 3 კაცი იდგა და ნარკოტიკების ლეგალიზაცის აქციაზე კი სავსე იყო რუსთაველი აქ უკვე ნათლათ ჩანს ჩვენი პატრიოტიზმი და სამშობლოს და გმირების სიყვარულიც და მოდი ეს ბაქი ბუქი მოვიშალოთ ყველამ ჩვენთვის ჯობია ისევ.
giorgi
08 ივლისი 2018 10:44
21
Gasagebia sheni azri bolo nacilshi getanxmebi kidec magram suyvelgan unda viyvirot vlandzgot da viomot yvelgan sadac shegvedzleba..... okupantia msoplios mashtabit da rom gvezizgeba eg eri amashi gasaocari araferia
Roma
08 ივლისი 2018 13:16
2
ვაი გულშემატკივრებს!
ჯერ იყო და ესპანეთთან მოგების შემდეგ გაიძახოდით ვოვას აქვს ნაყიდიო ჩემპიონატიო, სუსტი ჯგუფი შეურჩიესო სპეციალურად. მსაჯები ეხმარებიანო! კიდევ ათასგვარ სისულელეს ამბობდით. ახლა სიხარულით ცას ეწევით. პირადად მე ბრაზილიის ნაკრების მარცხმა დამწყვიტა გული, მაგრამ ამ ჩემპიონატზე ვინც თავისი მაქსიმუმი გამოავლინა ეს იყო სწორედ რუსეთის ნაკრები. ყველა ნაკრებზე ღირსეულად ითამაშეს. ასევე ღირსეულად წააგეს. მთელი თამაშის მანძილზე ერთი ყვითელი ბარათი არ მიუღია არავის! ვინატრებდი საქართველოს ნაკრებსაც ესე მონდომებით ეთამაშოს, თუმცა არ მგონია საქართველოში ფეხბურთი გამოცოცხლდეს მინიმუმ 10-15 წელი!
დავით 67
08 ივლისი 2018 04:04
37
ყველაზე დიდი ჩაწყობა რუსეთში ჩატარება იყო, ფიფა ჩმორების დოღია
შოთა
08 ივლისი 2018 06:08
17
ვინც რუსეთის ღირსეულ თამაშზე წერთ, კი ოლიმპიადაზეც ღირსეულად გამოვიდნენ ნახევარ გუნდს დოპინგი რომ ქონდა ნაყლაპი. აქაც 120 წუთი ირბინეს თუ გამოიძიეს აქაც გამოჩნდება მაგათი ღირსეული თამაში. სად აქვს ამ ქვეყანას ღირსება ან როდის ქონიათ?
irakli81
08 ივლისი 2018 11:53
18
რა კომენტარი უნდა დადო რუსეთის ფეხბურთი არ გაიშვა და მერე აქ კომენტარებს ვკითხულობ კიდე უარესი რუსების თამაშზე კომენტარი როგორ უნდა აკეთო მე იმას ვისურვებდი ჩვენები მენახა მსოფლიოზე მეოთხედფინალური ეტაპი კი ხო საერთოდ ისე ხორვატებს ამ თამაშით ინგლისთან შანსი ნული.
samana
08 ივლისი 2018 08:33
4
ეჰჰ რუსებმა მისი მაინც გაინაღდეს მსოფლიო მიიღეს მეოთხედფინალში ითამაშეს რაც უნდოდათ იმის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწიეს მეც ბოღმა მახრჩობს მარა რა გინდა რო ქნა ხორვატიის პრეზიდენტი მედვედვს ეხუტებოდა მოკლედ რაც უნდოდათ ის გააკეთეს ჩვენ ჩევენი ვიჯავროთ ეხლა ევროტურნირები ახლოვდება.
soso
08 ივლისი 2018 08:38
2
პატრიოტებო საქართველოში ყველა ავტომობილიდან რუსული მელოდიების ხმა რო ისმის და ქორწილი ისე არ ჩაივლის რუსულად არ იმღერონ ამაზე რა ვქნათ.
samtredski
08 ივლისი 2018 11:10
9
მერე რა? მე თუ ვუსმენ რუსულ მუსიკას ჩემზე მეტი პატრიოტი ხარ? იქნებ ჩემზე და ჩემ მეგობრებზე მეტი გიომია რუსებთან? პატრიოტიზმსა და იდიოტიზმს შორის განსხვავებას როდისმე ისწავლის ეს ხალხი? იდიოტი მოყვარე (მაგ. მარშისტები) ღიად მებრძოლ მტერზე უარესია!
bs
08 ივლისი 2018 11:47
8
ხომ უნდა იცოდნენ რაზე მღერის ჩვენი მტერი?
zas.
08 ივლისი 2018 13:19
0
რუსეთი რომ გასულიყო მართლა დავიჯერებდი რომ პუტინს ჩემპიონობა ნაყიდი ქონდა მაგრამ მართლა საოცარია ყველა ურუგვაის გარდა რა ფეხბურთს ეთამაშებოდნენ ამ სუსტ ნაკრებს რომლის თამაშსაც ფეხბურთი ნაღდად არ ერქვა.გუნდმა რომელმაც გადაახია ბურთი არგენტინას რა ითამაშა ამათთან ან მოდრიჩი რას თამაშობდა მარა როგორც თვითონ რუსებს აქვთ გამოთქმა ვსიო ხოროშო ჩტო ხოროშო კანჩაეტსია
dato
08 ივლისი 2018 02:05
6
ქართულ ფეხბურთს ყველაფერი კარგი რუსეთმა მისცა....ჩვენ რა გვეშველება თორე რუსეთმა ღირსეულათ და კარგადმაინც ეთამაშა.....უბრალოდ ნახეთ როგორ თამაშობს ტუსეთი ესაა ფეხბურთი არანაირი ავტობუსი ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი...ქართული დღევანდელი მაჯლაჯუნა ფეხბურთი ახლოსაც ვერ მივა
ქაჯობა
08 ივლისი 2018 01:39
59
რანაირად ფიქრობ ვერ ვხდები რა მოგვცა რუსეთმა რა? ის 70 წელი დამოუკიდებელი რომ ვყოფილიყავით ეხლა იცი სად ვიქნებოდით? ბელგიაზე და ჰოლანდიაზე ნაკლები არც ქვეყანა გვექნებოდა და არც ფეხბურთი. ვიღაც იტყვის ეხლა ხომ ვართ დამოუკიდებელიო, მაგრამ არა ჩვენ ოკუპირებული და ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ. რუსებმა ფეხბურთში ის მოგვცეს რომ არა პატიოსანი ხერხებით და გარიგებლი თამაშები გვასწავლეს, მოახერხეს და დინამო მხოლოდ 2ჯერ იყო ჩემპიონი, მუშა მესხი და დავით ყიფიანი მსოფლიო ჩემპიონატებზე არ ათამაშეს, ნეტა ვინ ყავდათ იმ დროს უკეთესი
irakli81
08 ივლისი 2018 02:16
14
დებილი ხარ დაბადებიდან, მედიცინა უძლურია, პუტიასთან ჩახუტებაც ვერ გიშველის...:)
nika
08 ივლისი 2018 11:36
8
უბრალოდ ხორვატია არა ღირსი რო წინ წაიწიოს და ვერც წაიწევს რადგან რუსეთის ნაკრებს პენალტებით რო ამარცხებ ის გუნდი არა ღირსი გაგრძელოს წინსვლა...
reali
08 ივლისი 2018 11:18
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული