მუნდიალი 2018: რუსეთი ნახევარფინალში ვერ გაღოღდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა ხორვატიასთან და გათამაშებას გამოეთიშა.

მთელი რუსეთი მოულოდნელად მერვედფინალში გასვლის შემდეგ აჟიტირებული და მორიგი სენსაციის მოლოდინში იყო. ცნობილმა ტელეკომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა თქვა, რომ ესპანეთთან შეხვედრის წინ ფსონს თავისი ქვეყნის გუნდზე ჩავიდა, ამჯერად ასე არ მოიქცა, კარგი იქნებოდა, თუ ერთ გოლზე მეტს არ გაუშვებდნენ და თუ ამას მოახერხებდნენ, მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი გენიოსი იქნებოდა. თავად ჩერჩესოვმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც გაუჭირდებოდათ.

პირველი 5 წუთის განმავლობაში რუსეთის ნაკრებმა შეუტია, შემდეგ კი ინიციატივას ხორვატები
დაეუფლნენ და ბურთზე კონტროლიც დაამყარეს, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. 31-ე წუთზე კი ჩერიშევმა კონტრშეტევისას შორიდან გაიტანა გოლი. თუმცა, სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში - მანძუკიჩის პასით კრამარიჩმა თავურით დალაშქრა აკინფეევის კარი.

პირველ ტაიმში რუსეთის ნაკრები უფრო ბრძოლისუნარიანი იყო, ზონებს კარგად კეტავდა, ორგანიზებულად მოქმედებდა და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა.

შესვენების მერე თამაშის სურათი არ შეცვლილა, ხორვატია უტევდა, რუსეთი კონტრშეტევებით პასუხობდა. 56-ე წუთზე პერიშიჩმა ძელს გაარტყა ბურთი, არადა გოლი თითქოს გარდაუვალი იყო. ვერ შეძლო ზლატკო დალიჩის გუნდმა გოლის გატანა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

101-ე წუთზე ვიდამ ნაკუთხურალ ბურთს აკინფეევის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, 115-ე წუთზე ფერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა, პენალტების სერიაში კი ხორვატიამ გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

altგაღიზიანებულმა ჩერჩესოვმა ნამატჩევს ჟურნალისტს შეუტია

ვულოცავთ გამარჯვებას ხორვატიის ნაკრების გულშემატკივრებს და ვუსამძიმრებთ რუსეთის ნაკრების ქომაგებს, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად საქართველოში მრავლად ყოფილან...


შაბათი. 7 ივნისი. სოჭი. "ფიშტი". 44 287 მაყურებელი
რუსეთი - ხორვატია 1:1 (დ.დ. 2:2, პენ. 3:4 )
გოლები: 1:0 ჩერიშევი (31), 1:1 კრამარიჩი (39), 1:2 ვიდა (101), 2:2 ფერნანდესი (115)

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშოვი, ზობნინი, კუზიაევი, გოლოვინი (ძაგოევი 103), ჩერიშევი (სმოლოვი 67), სამედოვი (ერიოხინი 54), ძიუბა (გაზინსკი 79)

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო (ჩორლუკა 96), სტრინიჩი (პივარიჩი 74), ლოვრენი, ვიდა, რაკიტიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი (ბროზოვიჩი 63), კრამარიჩი (კოვაჩიჩი 89), მანძუკიჩი, რებიჩი
მკითხველის კომენტარები / 51 /
აქ კომენტარებს გადავხდე და ცოტა გაკვირვებული ვარ, თურმე ფეხბურთის თამაში რუსეთმა გვასწავლა, მაშინ როცა საქართველოს კლუბები ყოველთვის განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდნენ და ტექნიკურები ვიყავით. უბრალოდ მაღალი დონის ჩემპიონატი იყო და არა ესეთი ჩვენ რომ გვაქვს დღეს. რუსეთის ნაკრები მებრძოლი გუნდია, რომელიც კარგად დგას დაცვაში და სწრაფები ფეხბურთლები ჰყავდა შეტევაში, თან ძიუბა თუ პირველ ბურთს მოიგებდა მაშინ სიმწვავეს შეიტანდა თამაშში. გინახიათ რუსეთის ნაკრების მრავალსვლიანი კომბინაცია ერთ თამაშში მაინც??? მაგატი ტაკტიკა სწორედ ეს იყო რომ სწრაფი კონტრშეტევები და ამის ხარჯზე შედეგის მიღწევა. თან განსხვავების ხორვატი ფეხბურთლებისა რომლებსაც თავიანთ კლუბებში უმძიმესი სეზონი ჰქონდა, რუსეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატს საუკეთესო კონდინციებში შეხვდა და რეალური შედეგიც დადო. ისე საუბრები რომ რატო უნდა უგულშემატკივრო რუსეთის ნაკრებს მგონი უადგილოა, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილს ისევ უყვარს რუსეთი და გონიათ რომ რუსეთი ოკუპანტი კი არა, არამედ ჩვენი მეგობარია და ტერიტორიები რუსეთის გამო კი არა არამდედ საკუთარი თავის გამო დავთმეთ და რუსეთი არაფერ შუაშია. ესეთ ადამიანებთან კამათი კი უაზროა.. მე პირადად რუსეთის ნაკრებს არასოდეს ვუგულშემატკივრებ, თუმცა ვაღიარებ რომ ბრძოლისუნარიანი და ტაქტიკურად გამართული ნაკრები ჩამოაყალიბა ჩერჩესოვმა!! ვულოცავ ხორვატიას ამ გამარჯვებას და უპირველეს ყოვლისა ძალების აღდგენას ვუსურვებ, ეხლა ეს ყველაზე მთავარია.. პრეზიდენტი მოსალოცად რომ შევიდა გასახდელში ძლივს დგებოდნენ ფეხბურთლები ისეთი დაღლილები იყვნენ!
zaza
08 ივლისი 2018 11:46
4
ხორვატებმა ხო იფრინეს რა... დაწყევლეთ რუსეთიო კომენტატორმა რო მოგვიწოდა ეგ რა ფენომენი იყო... მტერს კომენტარებით კი არ უნდა აგებინო პასუხი არამედ საქმით, მაგრამ მაგას ერთი ადგილი უნდა რომელიც ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს და ვცდილობთ ასე მოვიფხანოთ გული...
Musenbezi
08 ივლისი 2018 10:06
11
თუ არ გვაქვს ერთი ადგილი მაშინ ეგრე უნდა მოვიქცეთ, ეგეც ბრძოლის ერთერთი მეთოდია.
aba ra gegona
08 ივლისი 2018 19:42
0
ღმერთს მადლობა!დამთავრდა საფეხბურთო მარაზმი და ანტიფეხბურთი!რუსეთი გამოვარდა!გილოცავთ!დავტკბეთ ნამდვილი ფეხბურთით! აბა ჰე რუსეთუმეებო აქოთქოთდით და წერეთ დიზლაიკები:)):)):)):)):))))გამოვარდა თქვენი ,,გუნდი,, გამოვარდააააააა:)):)):)))
tazo
08 ივლისი 2018 16:56
9
საქართველოში ფეხბურთზე შარიათის კანონია დაწესებული და რუსეთმაც აღარ ი თამაშოს ეგ გინდათ ..ყველანაირად რაღაცას მიაღწია ისლანდიის მაგალითიც აიღე
ბაიყუშები
08 ივლისი 2018 02:11
7
ხორვატია ხომ გაღოღდა:)
რაკიტიჩი
08 ივლისი 2018 12:05
6
რაც არ უნდა ილაპარაკოს ვინმემ სპორტული კუთხით რუსეთის ნაკრებზე, მაინც ვერ დავიჯერებ, რომ ძლიერ გუნდს გულშემატკივრობს. არ მესმის ან რას თამაშობს ასეთს მოსაწონს ეს გუნდი, ან რატომ იმსახურებს რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ? ასეთ ხალხს მუდამ არგუმენტი ჩვენი ნაკრების თამაში აქვს, რაც რეალურად არ მოსჩანს.
: )))))))
08 ივლისი 2018 01:23
12
ოჰო ! რამდენი გამოჩნდა რუსეთის ნაკრების გამოძევებით გულდაწყვეტილი ! დავიჯერო შესარჩევშიც ასე გულმხურვალედ გულშემატკივრობთ ?
:)))
08 ივლისი 2018 01:59
23
ასეც ვიცოდი, მაგათი წამალი თავისუფლების მოყვარული ერი ხორვატიაა...დარწმუნებული ვარ სერბები რომ შეხვედროდნენ რუსები მოუგებდნენ, აი ხორვატებს კი ვერასოდეს ვერ მოუგებენ იმიტომ რომ ხორვატებს ეზიზღებათ რუსები და ეს ზიზრი ისეთი ზლიერია მათ ფიზიკურ მონაცემებს აღემატება....რა ვუყოთ გაგვიკუზეს ერთმორწმუნე რუსეთი
ზურა
08 ივლისი 2018 16:51
7
საქართველო რომ ყოფილიყო მანდ სულ გაანადგურებდა რუსეთს ტყუილა გამოვუცხადეთ ბოიკოტი მსოფლიო ჩემპიონატს,ისე ხორვატები ისე არიან ეხლა დაღლილები რომ ინგლისის წინააღმდეგ მაგათი შანსი ნულია.ერთს კიდევ დავამატებ,სპორტი პოლიტიკაში არ უნდა აურიოთ,ეს დაუწერელი კანონია,წინააღმდეგ შემთხვევაში,რუსეთს ცემით უნდა გაეგდო გერმანია,
maxo
08 ივლისი 2018 11:36
16
აქ ორი კომენტარია გამოქვეყნებული, გაოცდები კაცი. ან გონება ჩლუნგები არიან და ან კიდევ ფასიანი პროვოკატორები, რომლებიც მავანთა დავალებით, შურისა და ზიზღის ჩათესვას ცდილობენ! ესენი ხომ ზიზღის და სიცრუის გავრცელების დიდოსტატები არიან. პროვოკატორები არიან, მაშინ ძია დაუფასებთ ამაგს.
shoda
08 ივლისი 2018 01:23
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული