მუნდიალი 2018: რუსეთი ნახევარფინალში ვერ გაღოღდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა ხორვატიასთან და გათამაშებას გამოეთიშა.

მთელი რუსეთი მოულოდნელად მერვედფინალში გასვლის შემდეგ აჟიტირებული და მორიგი სენსაციის მოლოდინში იყო. ცნობილმა ტელეკომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა თქვა, რომ ესპანეთთან შეხვედრის წინ ფსონს თავისი ქვეყნის გუნდზე ჩავიდა, ამჯერად ასე არ მოიქცა, კარგი იქნებოდა, თუ ერთ გოლზე მეტს არ გაუშვებდნენ და თუ ამას მოახერხებდნენ, მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი გენიოსი იქნებოდა. თავად ჩერჩესოვმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც გაუჭირდებოდათ.

პირველი 5 წუთის განმავლობაში რუსეთის ნაკრებმა შეუტია, შემდეგ კი ინიციატივას ხორვატები
დაეუფლნენ და ბურთზე კონტროლიც დაამყარეს, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. 31-ე წუთზე კი ჩერიშევმა კონტრშეტევისას შორიდან გაიტანა გოლი. თუმცა, სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში - მანძუკიჩის პასით კრამარიჩმა თავურით დალაშქრა აკინფეევის კარი.

პირველ ტაიმში რუსეთის ნაკრები უფრო ბრძოლისუნარიანი იყო, ზონებს კარგად კეტავდა, ორგანიზებულად მოქმედებდა და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა.

შესვენების მერე თამაშის სურათი არ შეცვლილა, ხორვატია უტევდა, რუსეთი კონტრშეტევებით პასუხობდა. 56-ე წუთზე პერიშიჩმა ძელს გაარტყა ბურთი, არადა გოლი თითქოს გარდაუვალი იყო. ვერ შეძლო ზლატკო დალიჩის გუნდმა გოლის გატანა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

101-ე წუთზე ვიდამ ნაკუთხურალ ბურთს აკინფეევის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, 115-ე წუთზე ფერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა, პენალტების სერიაში კი ხორვატიამ გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

altგაღიზიანებულმა ჩერჩესოვმა ნამატჩევს ჟურნალისტს შეუტია

ვულოცავთ გამარჯვებას ხორვატიის ნაკრების გულშემატკივრებს და ვუსამძიმრებთ რუსეთის ნაკრების ქომაგებს, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად საქართველოში მრავლად ყოფილან...


შაბათი. 7 ივნისი. სოჭი. "ფიშტი". 44 287 მაყურებელი
რუსეთი - ხორვატია 1:1 (დ.დ. 2:2, პენ. 3:4 )
გოლები: 1:0 ჩერიშევი (31), 1:1 კრამარიჩი (39), 1:2 ვიდა (101), 2:2 ფერნანდესი (115)

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშოვი, ზობნინი, კუზიაევი, გოლოვინი (ძაგოევი 103), ჩერიშევი (სმოლოვი 67), სამედოვი (ერიოხინი 54), ძიუბა (გაზინსკი 79)

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო (ჩორლუკა 96), სტრინიჩი (პივარიჩი 74), ლოვრენი, ვიდა, რაკიტიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი (ბროზოვიჩი 63), კრამარიჩი (კოვაჩიჩი 89), მანძუკიჩი, რებიჩი
მკითხველის კომენტარები / 51 /
კიდევ კარგი , ხორვატიამაც ესპანელების მსგავსად არმისცა რუსეთს მოგება , თორემ მერე გვენახა მაგათი ტრაბახი ყველაფერში თავი მაგარი რომ გონიათ. რუსეთის გამოვარდრა კარგია , მაგრამ ჩვენ ჩვენსას მივხედოთ.
.....
08 ივლისი 2018 13:39
10
მტერმა უყურა რუსულ ფეხბურთს, მაგრამ ხორვატებიც, რომ არაფრისმაქნისები არიან ფაქტია, საერთოდ არ უნდა თამაშობდნენ ასეთი გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატზე. ისიც არ დაგვავიწყდეს ამ ხორვატებს მოუგეს ისლანდიელებმა შესარჩევში და ჯგუფშიც უკან მოიტოვეს.

პ.ს. საზოგადოებრივ მაუწყებელს - განცხრომაში კი ხართ და სრული ბედნიერებისათვის მჩიხიბავ-გრძნეულთა კონკურსიც გამოაცხადეთ, ერთი აგამედე (ისე, მარკშეიდერიც არ დაგავიწყდეთ) აუცილებლად გამოგადგებათ.
goga
08 ივლისი 2018 12:40
14
ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას....საპატრიარქოსაც
ზურა
08 ივლისი 2018 15:43
20
ტყრმალზე ზიხარ. ლამის კენწეროზე. რუსეთის გამოვარდნა ყველას გაგვეხარდა და არაა საჭირო მთავრობის დასაპატრიარქოს რუსეთემეებად მოხსენიება.
გივი
08 ივლისი 2018 19:25
4
მე ვარ ხორვატი!
ზაზა
08 ივლისი 2018 10:00
15
რუსული და ამერიკული ფეხბურთი, ძალიან განსხვავდებიან კლასიკური ფეხბურთიდან,მაგრამ თუ ამერიკელები მას სხვა თამაშად განიხილავენ,თავისას რუსები მაინც კლასიკურს ეძახიან და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფიფას წევრებიც კი არიან:)):)):)):)):))
tazo
08 ივლისი 2018 14:33
11
კარგი შეფასებაა, ვერ გადაღოღდა... სიმართლე უნდა ითქვას, რასაც მიაღწიეს- ესეც ფანტასტიკაა...მაქსიმუმი დადეს და ლამის კიდევ ყარაულის თოფივით გაუვარდათ.... ნეტა ჩვენებმა შესძლონ მასე....როგორ ფიქრობთ ,,ნამეტანი ოცნებააა."..
გუსანი
08 ივლისი 2018 18:30
1
კომენტარებს "ანესთეზეოლოგის" სახელით რატომ არ აქვეყნებთ?:):):) თქვენც ქართველი კომენტატორებივით ხომ არ დაგეწყოთ აშკარად და სახალხოდ???
ანესთეზეოლოგი
08 ივლისი 2018 14:10
5
ვაი, ჩვენს პატრონს (სადა გვყავს?), უბედურს!!!
ადრე "დინამოს" სტადიონზე მაინც ვიფხანდით გულს და ახლა რა გვიხარია?

ორი კლასიკოსი მომყავს ციტატად:

"გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება." (ილია, "ოთარაანთ ქვრივი")

" ვინც გინდა იყავ, -გინდ არქიფო,თუ გინდა ზაქრო! -რა გიხარია, შე შობელძაღლო?" (მუხრან მაჭავარიანი,"პესიმისტის რეპლიკა")
რა ბედნიერების კოცონი დაუნთიათ ხორვატებს საქართველოში და მე საწყალს კი მეგონა მხოლოდ ბურთს აგორებდნენ!!!
09 ივლისი 2018 13:47
1
აბა, უთავმოყვარეო იაპონელებს და ფინელებს ხომ არ უნდა მივბაძოთ, მათი სინძიო აბე პუტინთან კრემლში რომ დაკუნკულებს, პუტინს და ტრამპს კი ჰელსინკში უმასპინძლებენ 16 ივლისს! რატომ არ წყვეტენ რუსეთთან დიპ.კავშირებს!
როგორც იქნა გაბრწყინდა საქართველო, რამხელა სიხარული ეწვია "ბედნიერი ერის" "ბედნიერ" შვილებს!!!
09 ივლისი 2018 10:37
3
გივის....ტყემლის კენწროზე ჯდომა სჯობია იმაზე ჯდომას რაზედაც შენ და შენნაირები ზიხართ ჩემო გივი....ყვეაფერი პოლიტიკაა და ეხლა გინდა ის თქვი გინდა ეს გაგიკუზათ ხორვატიამ ერტმორწმუნეები და ეგაა სასიხარულო....ისე გივი არ მგონია იყო გივი ხომ შვებულებაშია კაცო
zura
08 ივლისი 2018 21:13
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული