ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან 70 დღის შემდეგ ფიფას წევრი 200 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლები ლონდონში შეიკრიბნენ.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის მთავარი თემა 2018 წლის მუნდიალი იყო.

დიდ ბრიტანეთში კონფერენციაზე საფეხბურთო ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და ტექნიკური დირექტორები მიიწვიეს. საქართველოს ლონდონში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი და ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე წარმოადგენდნენ.

ფიფას ტექნიკურმა ჯგუფმა ფეხბურთის სპეციალისტებს რუსეთის ფედერაციაში გამართული ყველა მატჩის ანალიზი გააცნო. კონფერენციაზე განიხილეს ტაქტიკური სქემები, რომლებიც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე იყო გამოყენებული.

ინტერვიუს რეჟიმში, სპეციალისტების შეკითხვებს
მსოფლიო ჩემპიონი გუნდის, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი პასუხობდა.

კონფერენციაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სიახლეც იყო - ვიდეორეფერი, რომელიც პირველად 2018 წლის მუნდიალზე გამოიყენეს. მსგავსი მასშტაბის კონფერენცია ფიფას ორგანიზებით პირველად ჩატარდა.

Sportall.Ge

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული