მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალის მსაჯი: მარადონა ცუდი ადამიანია

AutoSharing Option
გერმანიასა და არგენტინას შორის მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალის მსაჯმა ედგარდო კოდესალმა მატჩი გაიხსენა.

"მტკივნეულია, რომ ზოგიერთი არგენტინელი დღემდე ჩემდამი ნეგატიურადაა განწყობილი. ახლაც კი ვიღებ მუქარის შეტყობინებებს.

მაშინ მარადონას მატჩის დაწყებამდე გაძევება შემეძლო - ჰიმნისას შეურაცხყოფისათვის. საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ შინაგანად არასასიამოვნო. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადამიანია, რომელსაც შევხვედრივარ", - განუცხადა კოდესალმა Tirando Paredes-ს.

შეგახსენებთ, ის შეხვედრა გერმანიმ 1:0 მოიგო და ჩემპიონი გახდა. გოლი 85-ე წუთზე პენალტით ბრემემ გაიტანა. კოდესალმა ორი არგენტინელი გააძევა - 65-ე წუთზე პედრო მონსონი, ხოლო 87-ეზე გუსტავო
დესოტი. 30 წლის შემდეგ გერმანელთა კაპიტანმა ლოთარ მათეუსმა აღიარა, რომ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი შეცდომით დანიშნა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მოიცა და გერმანელების კარში მატჩის მიწურულს მამალი პენალტი რომ არ დანიშნა, აი, ბრმა რომ დაინახავდა, ისეთი, მე ვიყავი?
giorgi
22:47 26-04-2020
2
ეს ნაგლი მსაჯი. არარსებული პენალტი დანიშნა და კიდე იქით აქვს პრეტენზია.
გურამი
22:51 26-04-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული