საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ვილი სანიოლმა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იტალიასთან დამარცხება გაიხსენა, როდესაც ზინედინ ზიდანმა მარკო მატერაცის თავი დაარტყა და გააძევეს.
"ფინალის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველამ სტრესი გადავიტანეთ. ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელი ზიდანს გაუნაწყენდა, რადგან მის საქციელს გამართლება არ ჰქონდა. ფეხბურთი გუნდური თამაშია და პარტნიორების პატივისცემაა საჭირო.
ფინალის შემდეგ ძველებურად ხშირად არ ვურთიერთობდით. კარგა ხანი ერთმანეთს არც დავლაპარაკებივართ. ეს უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ ის "რეალში" თამაშობდა, მე კი - "ბაიერნში". თან, მან ნაკრებში ასპარეზობა დაასრულა.
2008
წელს ქორწილში დავპატიჟე და მოვიდა. ახლა ძველებური დამოკიდებულება გვაქვს", - ციტირებს სანიოლს Sport1.