2006-ის ფინალის შემდეგ ფეხბურთელები ზიდანის წინააღმდეგ განვეწყვეთ - სანიოლი

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ვილი სანიოლმა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იტალიასთან დამარცხება გაიხსენა, როდესაც ზინედინ ზიდანმა მარკო მატერაცის თავი დაარტყა და გააძევეს.

"ფინალის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველამ სტრესი გადავიტანეთ. ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელი ზიდანს გაუნაწყენდა, რადგან მის საქციელს გამართლება არ ჰქონდა. ფეხბურთი გუნდური თამაშია და პარტნიორების პატივისცემაა საჭირო.

ფინალის შემდეგ ძველებურად ხშირად არ ვურთიერთობდით. კარგა ხანი ერთმანეთს არც დავლაპარაკებივართ. ეს უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ ის "რეალში" თამაშობდა, მე კი - "ბაიერნში". თან, მან ნაკრებში ასპარეზობა დაასრულა.

2008
წელს ქორწილში დავპატიჟე და მოვიდა. ახლა ძველებური დამოკიდებულება გვაქვს", - ციტირებს სანიოლს Sport1.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ზიდანმა გათრიათ მაგ ჩემპიონატზე ფინალამდე,ეგ რომ არა ჯგუფიდან გასვლაც გაგიჭირდებოდათ.მწვრთნელიც იყო,კაპიტანიც და გუნდის სული და გული,ერთი პენალტების სერიაც ვერ გადაიტანეთ მის გარეშე.ამათზეა რა ნათქვამი გინდ წინ გინდ უკან,მაინც ვერაფერს დაინახავენო
master
16:29 11-05-2020
1
ვეთამხმები რომ ზიდანმა არასწორი საქციელი ჩაიდინა, მაგრამ ეს მოხდა მაშინ,როცა საქმე თერთმეტმეტრიან დარტყმებამდე იყო მისული,აჯობებდა ვინც გადამწყვეტი პენალტი ააცილა, მას განაწყენებონდენ.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული