ლევანდოვსკის ღირსეული საქციელი - პოლონელმა საკუთარ გულშემატკივრებს პატივისცემისკენ მოუწოდა

AutoSharing Option
გუშინ 9 სექტემბერს, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში ერთმანეთს პოლონეთი და ინგლისი დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩის დაწყებამდე ინგლისის ფეხბურთელებმა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნად მოედანზე მუხლი მოიდრიკეს, რაზედაც მასპინძელთა გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა სტვენა დაიწყო.
talkSPORT-ის კომენტატორმა, ჯიმ პრაუდფუტმა ეს მომენტი შეაფასა:
"ინგლისელმა ფეხბურთელებმა მუხლი მოიაყარეს, საპასუხოდ, პოლონელი გულშემატკივრებისგან სტვენა მიიღეს, როდესაც სტუმარი გუნდის ფეხბურთელების მიმართ ზეწოლას ცდილობდნენ, მასპინძელთა ნაკრების კაპიტანმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მის მაისურზე დატანილი წარწერისკენ (Respect) მიიტანა თითი და მხარდამჭერებს ამ ჟესტიკულაციით გაჩერებისა და პატივისცემისკენ მოუწოდა" - განაცხადა
ჯიმმა.
პოლონელებმა ამ ხერხს პირველად მარტში, უემბლის მოედანზე გამართულ შეხვედრაში მიმართეს. ამას ფაქტს მაშინ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:
"პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია "უემბლიზე" გამოხატული ჟესტით გაცნობებთ, რომ "Black Lives Matter"-ის ინიციატივის მიმართ ნეიტრალური და აპოლიტიკური პოზიცია დაიკავეს. ამავე დროს გვინდა ხაზი იმასაც გავუსვათ, რომ პოლონეთის ყველა წარმომადგენელი რასიზმისა და არატოლერანტობის წინააღმდეგია.
კანონიერი საქმიანობით PZPN (პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია) მოვალეობას ყველა ადამიანის მიმართ თანასწორობით, ტოლერანტობითა და ადამიანთა უფლებების დაცვით ასრულებს, განურჩევლად მათი კანის ფერისა, რელიგიისა და პოლიტიკური ხედვებისა".
მომზადებულია talksport-ის მიხედვით

altსაუთგეითი: დინოზავრებად დარჩებიან, არაფერი ეშველებათ...

altდრამა ვარშავაში,"სკუადრა აძურას" მორიგი გამარჯვება და დაუნდობელი "ბუნდეს ნაკრები" [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 17 /
ესეც დასავლური ცივილიზაციის სიკვდილი
Tazo
11:21 10-09-2021
0
დიდება უფალს ,ინლისმა თუ სადმე მუხლი მოიდრიკა ,ფარესიევლობაა რათქმაუნდა ,მაგრამ ფაქტია ,რომ რაღაცამ აიძულა ისინი ამ ფარისევლური ნაბიჯის გადადგმისაკენ .
დევკალიონი
22:55 09-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული