რონალდო: მოვუწყოთ მაკედონიას ჯოჯოხეთი

AutoSharing Option
დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფის ფინალში, პორტუგალია ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. მატჩის წინ პორტუგალიელთა ლიდერმა რონალდომ გულშემატკივრებს მიმართა:

"ქომაგებს მოვუწოდებ, რომ "დრაგაოზე" ჯოჯოხეთი მოაწყონ. ეს ჩვენთვის სიცოცხლისა და სიკვდილის თამაშია".

ჩრდილოეთ მაკედონიას პირველად აქვს მუნდიალზე გასვლის შანსი და ქვეყნის მთავრობა გამარჯვებისათვის ნაკრებს ბონუსის სახით ნახევარ მილიონ ევროს დაჰპირდა.

პორტუში შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ოოო ეს უკან მანდრაჟისტის განცხადებაა, შეგეშინდა ბიჭო? მიდი მაკედონია.
რრრ
18:40 29-03-2022
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული