უარი მუნდიალზე წასვლაზე - ვოლპატოს იტალიის ნაკრებში თამაშის იმედი აქვს

AutoSharing Option
"რომას" 19 წლის ნახევარმცველმა კრისტიან ვოლპატომ მუნდიალზე ავსტრალიის ნაკრების რიგებში თამაშზე უარი განაცხადა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გრემ არნოლდმა თქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ესაუბრა და მისი დარწმუნება სცადა, თუმცა უარი მიიღო.

ვოლპატო ნახევრად ავსტრალიელია. ის "მწვანე კონტინენტზე" დაიბადა და თამაში "სიდნეის" აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი "რომაში" გადავიდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ იტალიის ნაკრებში ითამაშებს და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული