თავდამსხმელ ლეო მესის არგენტინის ნაკრებთან ერთად დღესაც არ უვარჯიშია, - იტყობინება "მარკა".
ESPN-ის ჟურნალისტის გუსტავო იაროშის ცნობით, მესის ზედმეტი დატვირთვების გამო ბარძაყის კუნთზე პრობლემა აქვს, იძულებულია აქტიურობა არეგულიროს და ამიტომ მოედანზე ინდივიდუალურად ემზადებოდა.
პირველ მატჩს მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინა 22 ნოემბერს საუდის არაბეთთან ჩაატარებს და მესი სათამაშოდ მზად იქნება.