ინგლისი მაგრად იწყებს - საუთგეიტის გუნდმა ირანი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, B ჯგუფში, ინგლისმა ირანი დამაჯერებლად, 6:2 დაამარცხა.

მატჩი დაბალ ტემპში დაიწყო. უპირატესობას თავიდანვე ინგლისის ნაკრები დაეუფლა. 35-ე წუთზე ლუკ შოუს ჩაწოდებული ბურთი ჯუდ ბელინგემმა კარში გადაგზავნა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა. "დორტმუნდის" ნახევარმცველმა ინგლისის ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. საუთგეიტის გუნდმა შეტევაში აქტიურად თამაში განაგრძო და 42-ე წუთზე ბუკაიო საკამ ულამაზესი გოლი გაიტანა. რაჰიმ სტერლინგმა 45+1 წუთზე ჰარი კეინის გადაცემით ისარგებლა და სხვაობა სამამდე გაზარდა. ირანელთა მეკარის, ალირეზა ბეირანვანდის ტრავმის გამო არბიტრმა პირველ ტაიმს 14 წუთი დაამატა.

Sportall.Ge


მეორე ნახევარში
მატჩის სურათი არ შეცვლილა. 62-ე წუთზე ბუკაიო საკამ საჯარიმოში ჩინებულად იმოქმედა და ეფექტური გოლით შეხვედრაში დუბლის შესრულება მოახერხა. 65-ე წუთზე ირანის ნაკრების ფორვარდმა მეჰდი ტარემმა ახლო დისტანციიდან ძლიერი დარტყმით პიკფორდს შანსი არ დაუტოვა და პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. მოედანზე შემოსვლიდან 1 წუთში, მარკუს რაშფორდმა სხვაობა გამანადგურებელი გახადა, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ლამაზი კომბინაცია თავადვე დაასრულა. 90-ე წუთზე ჯეკ გრილიშმა კალუმ ვილსონის პასით ისარგებლა და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. მატჩის 101-ე წუთზე არბიტრმა ინგლისელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად მეჰდი ტარემმა აქცია და "პორტოს" ფორვარდმა შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამავე B ჯგუფში ერთმანეთს ამერიკისა და უელსის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ალ რაიანი, "ხალიფა ინტერნაციონალ სთედიუმი", 45 334 მაყურებელი
ინგლისი - ირანი 6:2
გოლები: 1:0 ბელინგემი (35), 2:0 საკა (42), 3:0 სტერლინგი (45+1), 4:0 საკა (62), 4:1 ტარემი (65), 5:1 რაშფორდი (71), 6:1 გრილიში (90), 6:2 ტარემი (90+11)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ირანელმა ფეხბურთელებმა,ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმით,თავები გადადეს ადამიანური ფასეულობების დასაცავად და ინგლისელებს,ასე ბოლომდე აღარ უნდა გაენადგურებინათ.ახლა მთავრობას სათქმელი აქვს,ქვეყანა შეარცხვინესო,ყოველნაირად და ის გმირობა,არავის გაახსენედება,სავარაუდოდ,ძალიან მკაცრადაც დასჯიან.არასწორი საქციელია და სადმე წინ დაუხვდებათ,ინგლისელებს.
სოსო
22:28 21-11-2022
10
წლებია აღარ მიმიდევნებია ფეხბურთისთვის თვალი,თუ შეიძლება გოლის გამტანი ინგლისელების სურათები დაგვიდეთ,რომ არ ვგუგლოთ
ადამიანი
21:07 21-11-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული