მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის დასკვნით მატჩში ბრაზილიამ სერბეთი 2:0 დაამარცხა.
მუნდიალის მარადმა ფავორიტმა „სელესაომ“, რომელმაც ბოლოს ტურნირზე 20 წლის წინ იმარჯვა, სლავებს დებიუტიდანვე შეუტია და კუთხურიდან ნეიმარის ჩახვეული ბურთი მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია. სამხრეთამერიკელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სლავები თავს უნარიანად იცავდნენ. 28-ე წუთზე ტიაგო სილვამ ვინისიუსი გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა და ეს უკანასკნელი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. შემდეგ რაფინიამ ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
შესვენების მერე „პენტაკამპეონები“ შტურმზე გადავიდნენ. რაფინიამ ორი მომენტი გაანიავა, ალექს სანდრომ შორიდან ძელს გაარტყა ბურთი, 62-ე წუთზე კი რიშარლისონმა ჩინებული კომბინაცია დააგვირგვინა. სერბები იძულებული გახდნენ იერიშებზე გადასულიყვნენ. თამაში გაიხსნა და რიშარლისონმა ულამაზესი „მაკრატელათი“ დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში კაზემიროს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და ტიტეს შეგირდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
G ჯგუფში მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება: ბრაზილია შვეიცარიას, ხოლო სერბეთი კამერუნს დაუპირისპირდება.
ბრაზილია - სერბეთი 2:0
გოლები: 1:0 რიშარლისონი (62), 2:0 რიშარლისონი (73)
მემგონი გუშინ ყველა ნეიტრალურმა გულშემატკივარმაც კი მიიღო სიამოვნება ამ თამაშით.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონობას ძალიან დალაგებული და გამართული ბეხბურთის ნაკრებია ბრაზილია თუმცა ამათ ახასიათებთ რომ თავი თავს თვითონვე "გაუჩალიჩონ" !