კვარაცხელიას ვერცერთმა თანაგუნდელმა ვერ გაიმარჯვა, კიმი ისევ ბრწყინავს - ნეაპოლელები მუნდიალზე

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მატჩებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თვალს ყველა დიდი ინტერესითა და დაკვირვებით ადევნებს. ახლა საკლუბო ფეხბურთში შესვენებაა, მთელი ყურადღება მსოფლიო ჩემპიონატისკენაა მიმართული და ქართველი გარემარბის თანაგუნდელებს, რომლებიც გუნდში შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, მთავარ საფეხბურთო ფორუმზეც ვაკვირდებით.

კატარში ლუჩანო სპალეტის 5 ფეხბურთელი მონაწილეობს. ისე მოხდა, რომ პირველ ტურში ოთხი მათგანი ერთმანეთს დაუპირისპირდა. საბოლოოდ, საწყისი რაუნდის შემდეგ, ნეაპოლელთა არცერთ მოთამაშეს გამარჯვება არ მოუპოვებია.

Sportall.Ge

ლოსანო - ზელინსკი

მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებებმა ჯგუფში, სადაც დიდი სენსაცია დაფიქსირდა და საუდის არაბეთმა არგენტინას (2:1) აჯობა, უგოლო ფრე
(0:0) ითამაშეს. ირვინგ ლოსანო მექსიკელთა რიგებში აქტიურობდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტის შექმნა ვერ მოახერხა. რაც შეეხება პიოტრ ზელინსკის, ის, გუნდისგან განსხვავებით, ერთადერთ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისთან (რომელმაც პენალტი ვერ გამოიყენა) ახლოს თამაშობდა, მეორე ტაიმში დაღლილობა დაეტყო და შეცვალეს.

მესისა და არგენტინელებს უკან დასახევი გზა აღარ გაქვთ და შემდეგი ტურები დაძაბული იქნება.

ანგისას რთული მისია

განსხვავებულ ამპლუაში ვიხილეთ ზამბო ანგისაც. მას კამერუნის ნაკრებში დაახლოებით ის ფუნქციები დაევალა, რაც "ნაპოლიში" სტანისლავ ლობოტკას - დაცვისა და ნახევარდაცვის შეკავშირება. მას შემდეგ, რაც შვეიცარიელებმა გამარჯვების გოლი (1:0) გაიტანეს, ანგისა შეტევაში უფრო გააქტიურდა, ერთხელ კი საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ზამბოს შვეიცარიელთა შუა ხაზის ლიდერთან, "არსენალის" ნახევარმცველ გრანიტ ჯაკასთან არაერთი ორთაბრძოლა ჰქონდა.

Sportall.Ge

კამერუნის ნაკრები მძიმე ჯგუფშია და შემდეგ ეტაპზე გასვლა გაუჭირდება - ბრაზილიასა და სერბეთთან.

კარში დარტყმის გარეშე

მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე უღიმღამო და უინტერესო მატჩი მატიას ოლივერას ურუგვაისა და კიმ მინ ჯეს სამხრეთ კორეას შორის იყო, სადაც კარში დარტყმაც კი არ დაფიქსირებულა. ნეაპოლელი ოლივერა აქტიური იყო, თუმცა მეორე ტაიმში შეცვალეს. რაც შეეხება კიმს, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში გვახსოვს, ტრავმის გამო მისი თამაშის გაგრძელება საეჭვო იყო. ერთხელ მინდორზე ცუდად დაეცა და ამით საკუთარი გუნდი კინაღამ დაისაჯა. მინ ჯეს წინააღმდეგ მართლაც სერიოზული შემტევები - ლუის სუარესი, დარვინ ნუნიესი და ედინსონ კავანი გამოდიოდნენ და ზოგიერთი ვერსიით, ნეაპოლელი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც კი მოხვდა. გულშემატკივრებში ხალისი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სამხრეთ კორეის მეკარისა და სასტარტოში მყოფი ყველა უკანახაზელის გვარი კიმი იყო.

პორტუგალია და განა - ამ ჯგუფის კიდევ ორი მონაწილე. 

შეგახსენებთ, ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია სავარჯიშო პროცესს 28 ნოემბრიდან შეუერთდება, "ნაპოლი" კი მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გამართავს.

altფეხბურთი ფულზე მეტია - მუნდიალის საწყისი ტენდენციები და მომავლის ვარსკვლავები

altჯუნტოლი მომავალი სეზონისთვის მზადებას იწყებს - "ნაპოლი" ზაფხულში 3 ფეხბურთელს შეიძენს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული