როგორც იცით, არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (2:0) გასახდელში "ალბისელესტეს" კაპიტანმა ლიონელ მესიმ მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა, რასაც 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის გაღიზიანება მოჰყვა.
"მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად შემხვდეს. თუ მე პატივს ვცემ არგენტინას, მესიმაც იგივე უნდა გააკეთოს და მექსიკას პატივი სცეს. მან უღირსი საქციელი ჩაიდინა" - დაწერა კანსელომ "ტვიტერზე".
მესი მეგობარმა და თანაგუნდელმა სერხიო აგუერომ დაიცვა, რომელმაც
ცნობილი მოკრივე "კუნის" ამ განცხადებასაც გამოეხმაურა და შემდეგი პასუხი გასცა:
"შენც ნაძირალა ხარ. ჯერ რაღაცას წერ, ახლა კი უკან იხევ. ნუ იქნები თვალთმაქცი ნაძირალა", - წერს ალვარესი სოციალურ ქსელში.
"მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად გადამეყაროს" - ცნობილი მოკრივე მესის ემუქრება