"თუ ის ამას გააკეთებს, რინგზე დაბრუნება მომიწევს" - ტაისონი ალვარესს დაემუქრა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, კრივში 4 სხვადასხვა კატეგორიაში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი კანელო ალვარესი ლიონელ მესის დაემუქრა, რაზედაც ლეგენდარული მოკრივის, მაიკ ტაისონის პასუხმა არ დააყოვნა:

"ვიღაც, სახელად კანელო, მესის დაემუქრა. თუ ის ლეოს შეეხება, მაშინ დიდხნიანი პაუზის შემდეგ რინგზე დაბრუნება მომიწევს".

შეგახსენებთ, არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (2:0) გასახდელში "ალბისელესტეს" კაპიტანმა ლიონელ მესიმ მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა, რასაც 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის გაღიზიანება მოჰყვა.

მომზადებულია postsen-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 31 /
ვენებს, რომ იჭრით და მესის ამუნათებთ, მთავარი სიტყვა მექსიკის კაპიტანმა სთქვა, რომ ეს ყველაფერი უნებლიედ მოხდაო! მეტი რაღა გინდათ? გამარჯვების შემდეგ სიხარულისგან, ისეთ აფექტურ მდგომარეონბაში იყვნენ არგენტინის ფეხბურთელები, რომ ვიღასას ახსოვდა მაგ დროს მაისურები? (მითუმეტეს იქ დროშა საერთოდ არ იყო) პირდად მე სახლში მაგ დროს წყალს ვსვამდი და ლეოს გატანილ გოლზე სიხარულისგან ჭიქა მოვისროლე, ესეც უნებლიედ, რა შეგნებულად გავაკეთე? ესეა ფეხბურთმა გაგიჟება იცის, გონებას დაგიბინდებს და სრულ ჭკუაზე არა ხარ! მითუმეტეს ფეხბურთელები, ხომ საერთოდ მაგ დროს არა ადეკვატურები ხდებიან, ემოციებისგან რას აკეთებენ თვითონაც ვერ ხვდებიან.
მესი ვისაც გძულთ (კიდევ კაი ცოტანი ხართ) თქვენს გასაგონად!
11:08 30-11-2022
2
ესგაუპატიურების მუხლით გასამართლებული, ყურიჭამია, საერთოდ ხმას როგორ იღებს. დაბრუნდი აბა. პირველივე რაუნდში დანოკაუდდები
დავით 67
05:13 30-11-2022
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული