სასწაული - ესპანეთმა იაპონიასთან წააგო და გერმანია ჯგუფში ჩარჩა! [VIDEO]

AutoSharing Option
"ფურია როხამ" უფრო ადვილი გზა ხომ არ აირჩია?

მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში ბოლო ტურმა სენსაციების მოყვარულებს იმედები გაუმართლა და თანაც, როგორ!

ესპანეთი იაპონიასთან, ხოლო გერმანია კოსტა-რიკასთან დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა შესვენების შემდეგ აუტსაიდერებად მიჩნეულებმა ანგარიში არათუ გაათანაბრეს, არამედ დაწინაურდნენ კიდეც. საბოლოოდ გერმანიამ მოიგო, ესპანეთი დამარცხდა და იაპონია პირველ ადგილზე გავიდა, ესპანეთი - მეორეზე, გერმანია - მესამეზე, ხოლო კოსტა-რიკა - მეოთხეზე.


იაპონია ზედიზედ მეორედ გავიდა მერვედფინალში, გერმანია კი მეორედ ჩარჩა ჯგუფში.

პლეი-ოფში იაპონია ხორვატიას, ხოლო ესპანეთი მაროკოს შეხვდება.
მატჩები 5 და 6 დეკემბერს გაიმართება.


ალ ჰორი. "ალ ბაითი". 67 054 მაყურებელი
კოსტა-რიკა - გერმანია 2:4
გოლები: 0:1 გნაბრი (10), 1:1 ტეხედა (58), 2:1 ვარგასი (70), 2:2 ჰავერცი (73), 2:3 ჰავერცი (85), 2:4 ფიულკრუგი (90+1)

ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი". 44 851 მაყურებელი
იაპონია - ესპანეთი 2:1
გოლები: 0:1 მორატა (11), 1:1 დოანი (48), 2:1 ტანაკა (51)

მკითხველის კომენტარები / 73 /
ნოიერს მუდამ რაც ელანდება ზუსტად იმაზე გაუშვეს მთელი გერმანიის ნაკრები.....
ჰმ
02 დეკემბერი 2022 12:25
4
ვინაიდან იტალია არ ღებულობს მონაწილეობას

ჯერ ვთქვათ რეალურად თუ რომელ გუნდებს აქვთ შანსები:

1) ბრაზილია (იმიტომ რომ დიდი ხანია არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონობა და ყავს ძლიერი გუნდი, რომელიც თავის ძალას განსაკუთრებით 1/8 ფინალიდან აჩვენებს);
2) არგენტინა (იმიტომ რომ დიდი ხანია არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონობა და ყავს ლიონელ მესი, რომელიც ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა);
3) საფრანგეთი (იმიტომ, რომ ყავს ძლიერი გუნდი და მზადაა მე-3 გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი);
4) პორტუგალია (იმიტომ რომ ჯერ არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონობა და ყავს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა).

და მაინც ამ ოთხეულიადან ერთ-ერთი იქნება მსოფლიოს ჩემპიონი, უფრო კონკრეტულად ბრაზილია ან არგენტინა, და კიდევ უფრო კონკრეტულად ბრაზილია (******).
07
02 დეკემბერი 2022 11:36
7
შენი არ იყოს რახან მაკარონები არ არიან ამ მსოფლიოზე და გერმანიამაც ისევ სუნი დააყენა რასაც ვუყურე შემდეგი ფავორიტები გამოიკვეთა
1)ბრაზილია-შეკრული გუნდია,ღრმა სკამი ყავს,ყველაზე კარგ ფეხბურთს აჩვენებს და კაი ხანია არ მოუგია მსოფლიო (ფიფას და ტოტალიზატორების ვალებიც გასტუმრებული აქვს და დაბავკა დღეს კამერუნს მისცემს თამაშს)
2)საფრანგეთი-უმაგრესი შემადგენლობა,ღრმა სკამი,კარგ ფეხბურთს თამაშობს და ფავორიტობას ამართლებს (ტუნისთან მარცხი უფრო აფრიკელების მიმართ გრევი,ფიფას და ტოტალიზატორების ვალის გასტუმრება იყო)
3)პორტუგალია-სასწაულად მაგარი შემადგენლობა+ბებერი კრისტინა,რომელსაც მსოფლიო არ მოუგია,ძაან დიდი მოტივაციაა მსოგლიოს მოსაგებად,თანაც მათგან არავინ ელის მსოფლიო ჩემპიონობას და ტოტალიზატორების ვალები იმ ევროპაზე გაისტუმრა 5 ფრე რო ითამაშა
4)არგენტინა-შემადგენლობა დიდი არაფერი მაგრამ მესის უნდა მსოფლიო,საკაიფოდ შეუბერეს ბოლოს ტოტალიზატორების ვალებიც საუდის არაბეთით გაისტუმრეს-მე ლიჩნად ამათ ვბალეშიკობ ლეოს პონტში
5)ესპანეთი-ბარსას სტილით მსოფლიოს ვერ დადებ,ანუ მძ.რი ყოველთვის არ აყვავდება, (ხავი,ინიესტას გარეშე ეს სქემა არ მუშაობს,ამის ნათელი მაგალითია სიტი,რომელიც სანამ გვარდიოლა იქნება ლიგას ვერ მოიგებს)იმედია მაროკო ივაჟკაცებს,არასასიამოვნო საყურებელია ბურთის ფლობა უაზროდ და უმიზნოდ,აგორავე ბურთი მარტო ფეხბურთი არაა
6)ინგლისი-მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება,მუდმივი ლუზერები,მწვრთნელი ამათ არ ყავთ და ტრადიციულად ისევ სუნს დააყენებენ
7)ჰოლანდია-საშინელ ფეხბურთს თამაშობს-მაგრამ არ დაგვავიწყდეს 3 ფინალი აქვთ წაგებული,ფიფამ ვალი არ დაუბრუნოს
8)ხორვატია-დიდი ვერაფერი,მაგრამ ამ ხალხს მოტივაცია არ სჭირდებათ,შეიძლება შეუძლებელი შეძლონ
9)სურპრიზები და მოლოდინები:მაროკო,სენეგალი,იაპონია,აშშ (იმედია განა და კამერუნიც გავლენ)
10)აუტსაიდერები პოლონეთი,ავსტრალია


ნიკო
02 დეკემბერი 2022 12:30
3
დაველოდოთ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას(******).
07
02 დეკემბერი 2022 15:03
0
ყველა გამოხმაურება
შენ ბიძია ჯანმრთელად თუ ხარ?!რა ქოცები რის ქოცები პარტიულ მიტინგზე კიარხარ რას დემაგოგობ ჩირქი ხო გამოუშვი ეხლა ფეხბურთს უყურე და ისიამოვნე
კახაბერს
02 დეკემბერი 2022 11:15
2

რა შუაშია-გერმანიამ კარგად ვერ ითამაშა,ან იაპონია იმსახურებდა,ან ესპანეთმა თამაში მისცა,ან...გოლი არ იყო,ბურთმა აშკარად გადაკვეთა მოედნის ხაზი და მაინც ჩაუთვალეს(?!),
ასე იტალია-ჯგუფში ვერც შედეგს აჩვენებს,ვერც თამაშს (ძლივს გადის),მაგრამ მერე ათამაშდება და მსოფლიო ჩემპიონი ხდება(!).
აქ შთაბეჭდილება დარჩა-მე-2-ე ტაიმში რომ ესპანეთს არ უნდა მოეგო(ფრეზე მაინც ეთამაშა)და...
რაც შეეხება-ტოტალიზატორს,მოთამაშე- ესპანეთის მოგებაზე,ე.ი.დაბალ კვოტაზე-არ დებს,ევროპაში ზოგადად დაბალ კვოტებს-არ ეთამაშებიან (საქართველოსაგან განსხვავებით)
-საშუალო ფენა-100-დან-500 ევრომდე-მაღალ კვორტებზე დებენ,მაღალ კვოტებს ეთამაშებიან,პივას სვამენ,და თან შეიძლება,მინიმუმ- გა-3-გებული თანხით წავიდნენ (ხშირად 2,3 თამაშზე-მინიმუმ 3-ანი კვოტებით).

ალბათ ამ მსოფლიოზე-აზიის,ან აფრიკის ერთ-ერთი გუნდი ფინალში თუ არა-ნახევარფინალში უნდათ და...ფეხბურთი კიდევ უფრო მასშტაბური რომ გახდეს-ო(?!- ალბათ ერთ-ერთი მაროკო შეიძლება იყოს),
ზოგადად მე-8-ედ ფინალში აჩვენებენ გუნდები -რა ხარისხის ფეხბურთის თამაში შეუძლიათ,და ვნახავთ(!).
კახაბერი
02 დეკემბერი 2022 14:29
0
ის რაც ესპანეთმა იკადრა, ფეხბურთი აღარაა. უამრავ თაობას დაამახსოვრდება, რომ ბრაზილიის და ისევ გერმანიის შიშით, ვითომ თავმოყვარე ესპანელებმა უნიჭო სპექტაკლი დადგეს და ძალით მოაგებინეს იაპონიას,(ზუსტად ვიტყოდი, მაგრამ არ გამომიქვეყნებენ) რომელიც ყველაფერს თამაშობს ფეხბურთის გარდა. იმ ბრაზილიას ადრე თუ გვიან მაინც ვერ აცდებიან, სამაგიეროდ საშვილიშვილოდ მოიჭრეს თავი და სუპერ უღირსობის მაგალითი მისცეს პატარა ბიჭებს, რომლებიც მათ გულშემატკივრობენ.
ლადო
02 დეკემბერი 2022 09:52
4
ისეთი არაფერი რაც სხვას არ უკადრებია 1978_ში არგენტინას მხოლოდ6:0 შველოდა პერუსთან ჯგუფიდან გასასვლელად რაც წარმოუდგენელი ჩანდა მაგრამ მოიგო და შემდეგ ჩემპიონიც გახდა მაგრამ ახსოვს ვინმეს დღეს არა ესე იქნება ეგ თამაშიც.
w
02 დეკემბერი 2022 10:58
2
ისე, სპორტოლლ, ტოტალიზატორში მოთამაშეებისთვის, ცალკე კომენტარების სექცია რომ გაგეხსნათ, ცუდი არ იქნებოდა. :))
ჩვენც დავისვენებდით და ისინიც უფრო გაუგებდნენ ერთმანეთს. :)
გივი
02 დეკემბერი 2022 13:50
1
გასულები იყვნენ და თავს რატომ მოიკლავდნენ? და პლიუს გავარდნაზე როცა იქნება საქმე ისევ იაპონია არ ურჩევნიათ გერმანიას?
შეტევა
02 დეკემბერი 2022 11:49
0
გერმანიის ჩარჩენა სენსაცია არ არის. გინდი კარგა ხანია უკვე ვერ თამაშობს და მაგის გამო გაუშვეს ლიოვი. ფლიკმა რომ ვერ გაამართლა ამ ჩემპიონატის დაწყებამდეც ჩანდა.
ესპანეთმა სპეციალურად წაავო? არავინ იცის. შეიძლება მართლა აირჩია უფრო იოლი გზა, მაგრამ არც ის არის გამორიცხული თვითონ უმოტივაციოს ზემოტივირებულ იაპონიასთან მართლა წაეგო.
იაპონელების მეორე გოლს რაც შეეხება - ვერცერთი ჩვენგანი ვერ იტყვის წუსტად სამართლიანად ჩათვალეს თუ არა, რადგან წესების მიხედვით ბურთი შეიძლებება გადასული იყოს , მაგრამ თუ ერთი წერტილით მაინც ეხება ხაზს, გადასულად არ ითვლება.
ტოტო
02 დეკემბერი 2022 11:32
1
გერმანიის ცუდ თამაშს საერთო არაფერი აქვს იმ არჩასათვლელ გოლთან, მაგრამ ის ბურთი თუ მაინცდამაინც მაყურებლებში უნდა გადავარდნილიყო, ეგ აღარ ვიცი. ჩემი მოკლე ჭკუით ვარი მაგისთვის შეიქმნა
:)))))))))))
02 დეკემბერი 2022 11:42
2
მიდი რა მაროკო, გააპანღურე ეს პრ.ები.
ჯუანშერი
02 დეკემბერი 2022 11:20
4
გერმანიის ნაკრებს აშკარად კონცენტრაცია აკლდა - თამაშს შეტევებით იწყებდა და მეორე ტაიმში ჩავარდნა ჰქონდა იაპონიასთანაც და ეხლაც. მოსამზადებელ თამაშებშიც ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ - გუნდმა მოგების გემო ვერ გაიგო და მაგიტომაც ეს შედეგი ლოგიკურია. ლაპარაკი შეიძლება მწვრთნელის შეცდომებზეც - გიუნდოგანი რამდენჯერაც დააყენეს, იმდენჯერ შესაცვლელი გახდა, ეს ზულე კიდევ საშინლად მოუქნელია და ვერ ვხვდები, რატომ ამჯობინეს ჰუმელსს. ფიულკრუგს გააქვს და დიდი ანგარიშით მოსაგებ თამაშში ისევ სკამზე სვამს. სამ თამაშში ძირითადი შემადგენლობა ვერ გამოიცნო და ასე ჯგუფიდან რომც გასულიყო, მერვედფინალში უარესად შერცხვებოდა. ფაქტია, უკვე მეორე მსოფლიოა, ინერტული და კუდამოძუებულ გერმანიას ვხედავთ
: )))))))
02 დეკემბერი 2022 09:23
0
აშკარად იყო გადასული ბურთი პირით ხაზს, საიდან ან რატომ ჩათვალეს ეს გოლი ყოვლად გაუგებარია უფრო ზუსტად რომ ითქვას ყველაფერი გასაგებია. ეს ფეხბურთი და საერთოდ სპორტი აღარაა, მოკვდა
გია
02 დეკემბერი 2022 09:16
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული