პატრიოტი კიმი - "ნაპოლის" ფეხბურთელი მზადაა, ტრავმის გართულების საშიშროების მიუხედავად, ნაკრებს დაეხმაროს

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და სამხრეთ კორეის ნაკრების მცველმა კიმ მინ ჟაემ, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი აქვს, განასთან დაპირისპირებაში ტრავმა მიიღო, რის გამოც პორტუგალიასთან მატჩი გამოტოვა.

26 წლის ფეხბურთელის თამაში ბრაზილიასთან მერვედფინალში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მას ტრავმა კიდევ აწუხებს.

ამის მიუხედავად, ჟაე ამბობს, რომ ყველაფერს გაიღებს, რათა მოედანზე გავიდეს, თუნდაც ამ ყველაფერმა ტრავმის გართულება გამოიწვიოს. 

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეისა და ბრაზილიის დაპირისპირება ხვალ, 5 დეკემბერს გაიმართება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
სიამოვნებით დაგიჭერდი მხარს, ამ თავგანწირვის გამო, ბრაზილიას, რომ არ ვგულშემატკივრობდე.
შოთა
14:04 05-12-2022
0
კარგი კაცი ხარ, თავს გაუფრთხილდი.
რატი
00:47 05-12-2022
0

სიახლეები პოპულარული