მაროკომ ესპანეთს გაუძლო, პენალტების სერიაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკომ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

ამ მატჩის წინ აფრიკული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰაკიმიმ თქვა, რომ ესპანეთს მათი შიში უნდა ჰქონოდა და ისტორიაში შესვლა და არაბული სამყაროს მენტალიტეტის შეცვლა სურს. მაროკოს ჩინებულად დაკომპლექტებულმა გუნდმა ჯგუფი მოიგო და ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან.

მოლოდინისამებრ, უპირატესობას ფავორიტად მიჩნეული „ფურია როხა“ ფლობდა. მაროკო თავს უნარიანად იცავდა, მეტოქეს სამოქმედოდ სივრცეებს მაქსიმალურად უზღუდავდა, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. ყველაზე კარგი შანსი პირველი ტაიმის
დასასრულს მაროკოელ აგერდს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

მეორე ტაიმში ესპანეთი ბევრს და უშედეგოდ უტევდა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ წინა ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ასენსიოსა და გავის ნაცვლად შეცვლაზე მორატა და სოლერი, ხოლო შემდეგ ფერან ტორესის მაგივრად ვილიამსი შეუშვა. თამაშის სურათი კი არ შეიცვალა და ცოტა არ იყოს, ნაკლებად სანახაობრივი გახდა. ბოლოს მაროკოელთა მეკარე ბონომ თავისი გუნდი გადაარჩინა, 0:0 და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა-ტაიმშიც აფრიკელები დაცვაში იდგნენ და კონტრიერიშისას პირისპირ გასულ ჩედირას გატანა მეკარე უნაი სიმონმა არ დაანება. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ესპანელმა სარაბიამ ბურთი ძელს გაარტყა. მაროკომ გაუძლო, საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა, საბოლოოდ გაიმარჯვა (ბონომ ბუსკეტსსა და სოლერს არ გაატანინა, სარაბიამ კი ბურთი ძელს გაარტყა) და მეოთხედფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში მაროკო პორტუგალიასა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 44 667 მაყურებელი
მაროკო - ესპანეთი 0:0 (პენ 3:0)

მკითხველის კომენტარები / 31 /
ბოლო წარმატებების მერე ჩვენი ნაკრები არ იყო ასე ადვილად დასამარცხებელი მაროკოსთან წაგების მერე რა კარგად თამაშობდა მაროკო მაშინ ეტყობოდა რომ მაგარი გუნდი იყო კიდე დიდი რესურსი ქონდა
Soso
06 დეკემბერი 2022 22:13
1
არა ზმაო,მაროკოს მაგარი გუნდი ყავს რა.
გეგი
06 დეკემბერი 2022 22:07
1
Marokostan ro wavaget bevr a iglicina. Chven ubralod vasparinget da sheushvit mglebshi da shedegic dades. Ase ro kai fexit gaushvit msoflioze. Espanets kide Tbilisi Dan uqulod gaushvebt.
Gia
06 დეკემბერი 2022 22:57
1
ყოჩაღ მაროკოს. თან ჯერ გოლი ვერავინ გაუტანა. ის ერთი გოლიც თვითონ გაიტანეს საკუთარ კარში. პორტუგალიასაც გაუჭირდება მათთან. პორტუგალია შვეიცარიას დაამხობს
დავით67
06 დეკემბერი 2022 23:31
0
საიდან მოიყვანეს ეს გავი და პედრები ან რა დონეზე უნდა გააპიარო ასე რო ბეტისის ჩVEულებრივი ფეხბურთელი ინიესტა მოგეგონოს . სასაცილოა რო პედრი გოლდენ ბოია და კვარაცხელია არა. კიდე ერთი მაგალითი რო ის 5 დან 3 ოქროს ბურთი პენალდუსი სუფთა პერესის დამსახურებაა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
06 დეკემბერი 2022 22:40
11
ჩვენთან თამაშის შემდეგ ვინც ვერ დაინახეთ რა მაგარი გუნდი იყო და არის მაროკო, გირჩევთ ფეხბურთს უფრო დაკვირვებით უყუროთ! ფეხბურთში ფეხბურთელის აღნაგობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს! მაროკოელ ფეხბურთელებს ეტყობათ, რომ სპორტსმენები არიან. თან რა სპორცმენები, ნამდვილი რექტიული ძრავი უდგათ! წინ მაროკო, წინ კასაბლანკა აფრიკის უმშვენიერესო კასაბლანკავ, მოროკეშო! ყოჩაღ! გილოცცავთ!
aburjga
06 დეკემბერი 2022 23:24
5
კომენტარებს გადავხედე და რამოდენიმე ადამიანი რომლებიც სავარაუდოთ 10 ვერ აკენწლავენ ლუის ენრიკეს ჭკუას ასწავლის. დ: ისე ენრიკე სავარაუდოთ გადადგება და გააგზავნეთ თქვენი სივები არ გინდათ?დ: დ:
baba
06 დეკემბერი 2022 23:58
7
ისწავლოს საქრთველომ ეგეთი ნაკრებებიდან
ლეჩხუმელი
06 დეკემბერი 2022 22:17
1
ისწავლოს საქრთველომ ეგეთი ნაკრებებიდან
ლეჩხუმელი
06 დეკემბერი 2022 22:12
2
ნეტა ესპანეთის ნაკრებს არ უყურებია რა საზიზღრად ურტყავდნენ პენლებს გუშინ იაპონლები.
muro
06 დეკემბერი 2022 22:02
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული