6:1. პორტუგალია რონალდოს გარეშე უკეთესია - მისმა შემცვლელმა გუნდს ჰეთ-თრიკით და საგოლე პასით დიდებული გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიამ შვეიცარია 6:1 დაამარცხა.

2008 წლის შემდეგ რონალდო პირველად ვერ მოხვდა პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. მწვრთნელმა სანტუშმა განაცხადა, რომ ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული სამხრეთ კორეასთან მატჩისას მომხდარ ფაქტთან და მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილება გახლდათ. ერთი სიტყვით, კლუბის შემდეგ კრიშტიანოს პრობლემები ეროვნულ გუნდშიც შეექმნა - გაუბედეს და სასტარტოში არ დააყენეს.

ლუზიტანებმა თავიანთი ლიდერის არყოფნა არც შეიმჩნიეს. ჯერ რონალდოს ნაცვლად სასტარტოში დაყენებულმა „ბენფიკას“ 21 წლის თავდამსხმელმა რამუშმა მახვილი კუთხიდან დალაშქრა ზომერის კარი, შემდეგ კი ვეტერანმა პეპემ თავურით გაიტანა და
პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმში რამუშმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, საგოლე პასიც გააკეთა და საბოლოოდ პორტუგალიამ 6:1 გაიმარჯვა (ულამაზესი გოლი ლეაომაც გაიტანა). რონალდო შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა, გაიტანა კიდეც, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს.

10 დეკემბერს, მეოთხედფინალში, პორტუგალია მაროკოს დაუპირისპირდება.

- პორტუგალია მესამედ გავიდა მეოთხედფინალში და პირველად გაიტანა პლეი-ოფში 6 გოლი.
- რამუში მიმდინარე ტურნირზე პირველი ჰეთ-თრიკის ავტორია.
- პეპე მუნდიალების პლეი-ოფების ისტორიაში გოლის გამტანი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა - 39 წლის და 9 თვის.

ლუსაილი. "აიკონიკი". 83 720 მაყურებელი

პორტუგალია - შვეიცარია 6:1
გოლები: 1:0 რამუში (17), 2:0 პეპე (33), 3:0 რამუში (51), 4:0 გერეირუ (56), 4:1 აკანჯი (58), 5:1 რამუში, 6:1 ლეაო (90+2)

მკითხველის კომენტარები / 21 /
დაიწყეს მესისტებმა ყაყანი უკვე.რა ბანძები ხართ ეს უქნარა მესისტები მარტო რომ რონალდოზე ანთხევთ ამდენ სისულელეს.
opaa
04:05 07-12-2022
37
კრიშტიანოს გარეშე ეს გუნდი უკეთესია. მესი რო არგენტინას გამოაცალო ჯგუფში ჩარჩება. რონალდო რეალიდან წავიდა რეალმა ლიგა მოიგო. მესი ბარსადან წავიდა და ბარსა ლიგის ჩგუფში რჩება ორი წელია. განსხვავებას ამჩნევთთ?
ქართველი
01:51 07-12-2022
59

სიახლეები პოპულარული