კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მსოფლიო ჩემპიონებს:
ბრაზილია - 5;
იტალია/გერმანია - 4;
არგენტინა/ურუგვაი/საფრანგეთი - 2;
ინგლისი/ესპანეთი - 1
ბრაზილიის ნაკრები 20-წლიანი ლოდინის შემდეგ, სამბას
დღეს, 9 დეკემბერს (19:00 სთ), ბრაზილიელთა მეოთხედფინალური მეტოქე ხორვატიის ნაკრებია, რომელსაც მათთან თამაში უჭირს. სამაგიეროდ, ხორვატები ამ ეტაპიდან არასდროს გამოვარდნილან და შემდეგ ვიცე-ჩემპიონებიც (2018) გახდნენ და ბრინჯაოსმედალოსნებიც (1998).
ყველა ნეიმარის შოუს მოლოდონშია, რიჩარლისონს ერთმანეთზე ლამაზი გოლები გააქვს, ვინისიუსი შეუჩერებელია, თუმცა მოედანზე მათ წინააღმდეგ 37 წლის ლუკა მოდრიჩი იქნება, რომელიც ამ ასაკშიც ბევრს მოძრაობს, იბრძვის, ბურთის მოპოვებას ცდილობს, შეტევას წარმართავს... ხორვატები შუა ხაზში საკმაოდ კარგად არიან წარმოდგენილნი, თუმცა ამ ზონაში მათ პირისპირ ხომ კაზემირო იქნება. ასე რომ, ბრძოლა ყველა წერტილში საინტერესო გამოვა.
ხარ თუ არა მისი გულშემატკივარი, ბრაზილიის ნაკრები ისაა, რაც ერთფეროვან, რუტინულ და ცოტათი მოსაწყენ საფეხბურთო ყოველდღიურობას უპირისპირდება სილაღით, ემოციებითა და თუნდაც, თითოეული გოლის აღნიშვნით. თუმცა ისეთ მეტოქესთან, როგორიც ხორვატიის ნაკრებია, ბრაზილიელებს მხოლოდ ტექნიკის დემონსტრირება ვერ დაეხმარებათ, თითოეულ ბურთზე ბევრი ბრძოლა შედგება და მოქმედების ნებისმიერი წამით დაგვიანება დამაზიანებელი იქნება. ყველა გუნდს თავისი კოზირი აქვს და ხორვატებმა კარგად იციან, ბრაზილიელთა უპირატესობა რა შეიძლება იყოს და ამის საპირწონედ რისი გაკეთება შეუძლიათ...
ხორვატია - ბრაზილია მეოთხედფინალურ ეტაპს გახსნის. მას ნიდერლანდები - არგენტინა მოჰყვება, მეორე დღეს (10 დეკემბერი) კი მაროკო - პორტუგალია გააგრძელებს და ინგლისი - საფრანგეთი დაასრულებს. ტელეეკრანებთან გულშემატკივრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა კითხვაზე მეტად სწორედ აქ ყოფნის დროა, მართლაც მშვენიერი საღამოები გველის.
მესი ბოლო შანსისთვის, არგენტინის ნაკრები ქვეყნისა და კაპიტნისთვის - რას მოიფიქრებს ვან გაალი...