![](https://sportall.ge/pictures/image5/ae8a45f0080cef5f0998b5190c056b18.jpg)
"მილანის" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის აზრით, მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული გუნდი გახდება.
"მე ვფიქრობ, რომ უკვე დაწერილია, ვინ მოიგებს და თქვენ გესმით, ვინ მყავს მხედველობაში. ვფიქრობ, მესი თასს აღმართავს, ეს უკვე დაწერილია", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს Goal-ი.
არგენტინის ნაკრები დღეს ნახევარფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება.