"პრივილეგირებული არგენტინა და უსამართლო პენალტი, რომელმაც მოგვკლა" - ხორვატები ჩივიან

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ ხორვატიას დამაჯერებლად, 3:0 სძლია, თუმცა დამარცხებული ქვეყნის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათ კარში მსაჯმა დანიელე ორსატომ პენალტი არასამართლიანად დანიშნა.

32-ე წუთზე ხულიან ალვარესი მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩთან პირისპირ გავიდა, ბურთი გადაუგდო და შეჯახების შედეგად გაზონზე აღმოჩნდა. ამ მომენტში გოლკიპერმა მეტოქეს ფეხით "შლაგბაუმი" წინასწარ გაუშალა და წააქცია. მათ შორის მოკლე მანძილი იყო და ალვარესმა ვერ შეძლო მოძრაობის გაგრძელება. მეკარეს ბურთზე არ უთამაშია, ხოლო თავდამსხმელი განზრახ არ წაიქცა და გვერდის ავლა არ შეეძლო. აქ ყველაფერს წამის მეასედები წყვეტს, სადაც დომინიკმა ბრძოლა
წააგო და დაისაჯა.

ხორვატმა მსაჯმა ბრუნო მარიჩმა Jutarnji-სთან ეპიზოდი გაარჩია და განაცხადა, რომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო: "მე იმათ რიგებს არ განვეკუთვნები, ვისაც შეთქმულების თეორიებისა სჯერა, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა, რომ პეპეს ნათქვამს აზრი ჰქონდა. არგენტინა მართლაც პრივილეგირებულია.

არბიტრის გადაწყვეტილება ასე ფიქრს გაიძულებს. პენალტი არ იყო. ლივაკოვიჩის მხრიდან ფოლი არ იყო. აქ მხოლოდ მეკარეზე წესების დარღვევა შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო.

სამწუხაროა, რომ ორსატომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, რომელმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა შედეგზე. უსამართლო და დაუშვებელია!"

ხორვატების ნახევარმცველმა ლავრო მაერმა აღნიშნა, რომ სისულელეა რამეზე წუწუნი, მაგრამ პენალტი არ იყო, რომელმაც ისინი მოკლა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "მეტ-ნაკლებად სამართლიანი პენალტი".

ლინეკერს არ დაეთანხმა ყოფილი თანანაკრებელი გარი ნევილი: "პენალტი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ლივაკოვიჩმა უბრალოდ მარჯვნივ გადააბიჯა, ალვარესის დარტყმისას გაჩერდა და მერე კი არგენტინელმა ფეხი წამოსდო. რა უნდა გააკეთოს მეკარემ ასეთ სიტუაციაში? ალვარესის მიმართულებით მოძრაობა რომ გაეგრძელებინა, პენალტი სამართლიანი იქნებოდა, თუმცა ის გაჩერდა".

მკითხველის კომენტარები / 58 /
100% პენალტი იყო, მსაჯმა დაინდო მაგაზე პირდაპირ წითელია. კომენტატორებმა წესები როდის უნდა ისწავლონ ნეტავ... მსაჯი თერთმეტმეტრიან ნიშნულთან იდგა და ელოდებოდა თუ გოლი გავიდოდა ხო კაი, არ გავიდა და ეგრევე ჩასტვინა. არგენტინამ ხორვატია გააქრო, აბა არ ჯობდა ბრაზილია ყოფილიყო ხორვატიის ნაცვლად?!... იმედია საფრანგეთიც გავა და სუპერფინალს ვიხილავთ.
vvv
14 დეკემბერი 2022 03:18
23
მესის ეხმარებიან დრიბლინგებში და გენიალური პასების გაკეთებაში
x
14 დეკემბერი 2022 02:15
7
:)))))))საგოლ
სანდრო
14 დეკემბერი 2022 02:47
1
მე კი ასე აღვიქვი ეგ ეპიოდი:
თავდამსხმელმა სცადა ბურთი თავზე გადაეგდო მეკარისთვის და შემდეგ ახლოდან გაეტანა გოლი. არ იყო ისე ძლიერი ბურთთან შეხება, რომ აპრიორი კარში დარტყმად ჩათვლილიყო. სწორედ საგოლე დარტყმამდე აღარ მიუშვა მეკარემ.
გივი
14 დეკემბერი 2022 02:42
3
რატომღაც ორსატო ყველაზე სამართლიანი მსაჯი მეგონა! რა თქმა უნდა აქ პენალტი არ იყო. არც varძე გადაამოწმა, არც იქიდან უკარნახეს. ეგ უკვე გასაგებია,რომ არგენტინა პრივილიგირებულია!ხორვატები პენალტამდე 72% ფლობდნენ ბურთს.არგენტინა დაბნეული დაბორიალობდა, უამრავ შეცდომებს უშვებდა. რომ არა მესი, დღეს ეგენი ვერ მოიგებდნენ! თუმცა ფინალში ფრანგებთან მესი ვეღარ უშველის!
დავით 67
14 დეკემბერი 2022 03:38
64
რა უაზრობებს წერ იქეთა სტატიაშიც გადმოაფრქვიე შენი "ბრძნული" აზრები D ანუ არგენტინა მთელი ნახევარი საათი დაბნეული დაბორიალობდა და ხორვატია კი მომენტს მომენტზე ქმნიდა ხო ? DDD
zura222
14 დეკემბერი 2022 06:16
1
სტასტიკას მაინც ჩარედეთ ხორვატიას კარში სამი განწირული დარტყმა ჰქონდა და ისიც თამაშია ბოლოსკენ საჯარიმოს გარედან
პროფესორებო
14 დეკემბერი 2022 11:55
1
ყველა გამოხმაურება
არგენტინის კარში დადებდნენ ასეთ პენალტს? არავითარ შემთხვევაში. გარდა მაგისა, პარედესი გასაგდები არ იყო ჰოლანდიასთან? 1000% წითელი იყო. მეტი პრივილეგია რა გინდა, ყველა თამაშში მსაჯი გადამწყვეტ მომენტში შენს სასარგებლოდ რომ შეცდება
ლუკა
14 დეკემბერი 2022 10:21
9
ჰოლანდიასთან მსაჯს ქაჯურად გაექცა ხელიდან სადავეები. არგენტინელებმა იმით ისარგებლეს, რომ ესპანელი იყო და ზეწოლა გაზარდეს. ჰოლანდიის მარცხი მხოლოდ მათი ბრალია, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მესის და პარედესის შემთხვევაში მსაჯის შეცდომა ასპროცენტიანია. მე მანდ ძალიან არ მომეწონა მესის ყოყლოჩინობა და მგონია, რომ მაგისთვის მოუწევს სამაგიეროს გადახდა
:)))))))))))
14 დეკემბერი 2022 11:23
4
გეთანხმებით, მესის მიუდგნენ, თორემ მესამე გოლს ვერ შექმნიდა. მსაჯი ეძახდა, მიდი ლეო, მიდი !
ქიტესა
14 დეკემბერი 2022 13:00
5
მესის და არგენტინის მოძულეებს გეკითხებით-აბა ხორვატიას რა უნდოდა ფინალში? ბრაზილიასთან 1-11 დარტყმები, ანტიფეხბურთი, გუშინაც გადაუარა არგენტინამ და მაგათთვის ნახ.ფინალიც უკვე ზედმეტი იყო.სამწუხაროა რომ ლამაზ ფეხბურთს, მესის,ნეიმარს ამდენი მოძულე ჰყავს პატარა საქართველოში და თურმე პრაგმატული, ანტიფეხბურთის მოთამაშე ხორვატია იმსახურებდა ფინალს. გულით მეცოდება ესეთი ხალხი.
გია
14 დეკემბერი 2022 15:15
9
100 ანს წერ. ხორვატიაზე გუნდმა ერთი აზრიანად ვერ შეუტია და პენალით წააგეს?კაცმა დასწრო მეკარეს ბურთზე და მერე გააჩერა მეკარემ და აბა პენალტი რაა?
მოსეხონელი
14 დეკემბერი 2022 21:17
1
მიუხედავად ჩემი სიმპათიისა ხორვატების მიმართ, პენალტი იყო. ბურთს პირველი თავდამსხმელი შეეხო და მერე მოხდა შეტაკება, უამრავი ასეთი სიტუაცია გვინახავს, როცა დასწრებაზეა თამაში მეკარესა და ფორვარდს შორის, ვინც პირველი ეხება ბურთს, იმის მხარესაა გადაწყვეტილება. გამეორებების დროს ყველა მაგას უყურებს, ვინ შეეხო პირველი ბურთს, მეკარე თუ ფორვარდი, თუ მეკარე ეხება პირველი ბურთს, პენალტი არ ინიშნება, თუ ფორვარდი, მაშინ პენალტია, თუნდაც არ ემუქრებოდეს კარებს მოთამაშე. აქ კიდევ ჯერ ფორვარდი შეეხო ბურთს და მერე შეეჯახა მეკარე. პენალტია აბა რა არის.
14 დეკემბერი 2022 12:17
13
პენალტი იყო ასპროცენტიანი. მეკარე გამოვარდა კარიდან , ვერ ითამაშა ბურთზე და წააქცია მოთამაშე, რომელმაც ბურთი გადაუგდო და იმავე ბურთზე თამაშის შანსი ქონდა. სწორედ ამიტომ აღარ მოთხოვა ვარმა გადამოწმება. არ არის აუცილებელი შემტევს ბურთი მაინცადამაინც ფეხებში ქონდეს რომ პენალტი დაინიშნოს. უმრავლეს შემთხვევაში როცა პენალტი ინიშნება ასე არც არის.
ხორვატებმა ამ გოლის შემდეგ ზუსტად ისევე გააგრძელეს თამაში როგორც გოლამდე თამაშობდნენ, და მომენტის მაგვარი ვერ შექმნეს მოწინააღმდეგის კარებთან თამაშის ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით , როდესაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და რაღაც მომენტის მაგვარი ქონდათ. არგენტინას ქონდა სრული დომინაცია.



ტტტ
14 დეკემბერი 2022 11:36
14
მარადონამ მაშინ ბურთი ხელით შეაგდო, მესიმ კი მოგონილი პენალტით.
გიორგი
14 დეკემბერი 2022 10:10
12

სიახლეები პოპულარული