"პრივილეგირებული არგენტინა და უსამართლო პენალტი, რომელმაც მოგვკლა" - ხორვატები ჩივიან

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ ხორვატიას დამაჯერებლად, 3:0 სძლია, თუმცა დამარცხებული ქვეყნის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათ კარში მსაჯმა დანიელე ორსატომ პენალტი არასამართლიანად დანიშნა.

32-ე წუთზე ხულიან ალვარესი მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩთან პირისპირ გავიდა, ბურთი გადაუგდო და შეჯახების შედეგად გაზონზე აღმოჩნდა. ამ მომენტში გოლკიპერმა მეტოქეს ფეხით "შლაგბაუმი" წინასწარ გაუშალა და წააქცია. მათ შორის მოკლე მანძილი იყო და ალვარესმა ვერ შეძლო მოძრაობის გაგრძელება. მეკარეს ბურთზე არ უთამაშია, ხოლო თავდამსხმელი განზრახ არ წაიქცა და გვერდის ავლა არ შეეძლო. აქ ყველაფერს წამის მეასედები წყვეტს, სადაც დომინიკმა ბრძოლა
წააგო და დაისაჯა.

ხორვატმა მსაჯმა ბრუნო მარიჩმა Jutarnji-სთან ეპიზოდი გაარჩია და განაცხადა, რომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო: "მე იმათ რიგებს არ განვეკუთვნები, ვისაც შეთქმულების თეორიებისა სჯერა, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა, რომ პეპეს ნათქვამს აზრი ჰქონდა. არგენტინა მართლაც პრივილეგირებულია.

არბიტრის გადაწყვეტილება ასე ფიქრს გაიძულებს. პენალტი არ იყო. ლივაკოვიჩის მხრიდან ფოლი არ იყო. აქ მხოლოდ მეკარეზე წესების დარღვევა შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო.

სამწუხაროა, რომ ორსატომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, რომელმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა შედეგზე. უსამართლო და დაუშვებელია!"

ხორვატების ნახევარმცველმა ლავრო მაერმა აღნიშნა, რომ სისულელეა რამეზე წუწუნი, მაგრამ პენალტი არ იყო, რომელმაც ისინი მოკლა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "მეტ-ნაკლებად სამართლიანი პენალტი".

ლინეკერს არ დაეთანხმა ყოფილი თანანაკრებელი გარი ნევილი: "პენალტი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ლივაკოვიჩმა უბრალოდ მარჯვნივ გადააბიჯა, ალვარესის დარტყმისას გაჩერდა და მერე კი არგენტინელმა ფეხი წამოსდო. რა უნდა გააკეთოს მეკარემ ასეთ სიტუაციაში? ალვარესის მიმართულებით მოძრაობა რომ გაეგრძელებინა, პენალტი სამართლიანი იქნებოდა, თუმცა ის გაჩერდა".

მკითხველის კომენტარები / 58 /
100% პენალტი რომ ყოფილიყო ასეთ განხილვის თემად არ იქცეოდა, მე მესის გულშემატკივარი ვარ იმის შემდეგ რაც პირველად გამოვიდა ცვლილებაზე ბარსელონაში, ჩემი აზრით ძალიან საეჭვო პენალტი იყო და ამას აღნიშნავს არაერთი მსოფლიო დონის საფეხბურთო ექსპერტი, ლივაკოვიჩი გამოვიდა,გაჩერდა და ბოლოს თავის არიდებაც სცადა,კალათბურთში ეს შეჯახება 100% ფოლია შეტევაში.ეს ისეთი მომენტია რომლის ალბათ დანიშვნასაც და არდანიშვნასაც გამართლებას რომ მოუძებნის მსაჯი და სწორედ ამიტომაც 0-0-ზე ნახევარფინალში ესეთი პენალტი არ უნდა ინიშნებოდეს, მოდი ეხლა არგენტინის გულშემატკივრებს გკითხავთ,ჰოლანდიასთან იყო თუ არა პარედესი გასაგდები? ჩემი აზრით ამაზე დავაც არ შეიძლება,ეს იყო 100% წითელი ბარათი
საქართველო
15 დეკემბერი 2022 06:35
1
პენალტი რომ არ დაენიშნა, მაშინ თუ ატყდებოდა, ასეთი აჟიოტაჟი.
ელგუჯა
14 დეკემბერი 2022 20:55
0
დარწმუნებული ვარ ამ დადებითი კომენტარების უმეტესობა აცრილია კოვიდ ვაკცინით 90 % დანარჩენიც აცრილია უბრალოდ შეხვდათ ფიზიოლოგიური ხსნარი !!! დასკვნა გამოტანილია
მასონების მხილელი
14 დეკემბერი 2022 20:01
5
ვერ გამიგია, რას მოჰყვა ასეთი აჟიოტაჟი? არც მთავარი არბიტრი და არც ვიდეო რეფერის არბიტრები დაეჭვებულან დარღვევის არსებობაში და ვინც მომენტს რამდენჯერმე ნახავს, ამაში აუცილებლად დარწმუნდება. მე, საერთოდ, ევროპის გუნდებს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ამ მომენტზე შემიძლია ვთქვა: მსაჯის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართალი. ზოგიერთებივით (სუბიექტურად მოაზროვნეებივით) უაზრო საუბარი რომ არ გამომივიდეს მივმართოთ ფაქტებს: დარღვევის დაფიქსირებისას უნდა მივმართოთ საფეხბურთო წესებს და არა ვიღაცამ მსგავს სიტუაციაში დანიშნა თუ არა 11 მ-იანი. რას გვეუბნება ფეხბურთის წესები? "თუ მოთამაშე ჩაიდენს ქვემოზთ მოყვანილი დარღვევებიდან რომელიმეს, დაინიშნება საჯარიმო დარტყმა (საჯარიმო მოედნის ფარგლებში-11 მ-იანი დარტყმა): 3) აფერხებს მეტოქის მოძრაობას ფიზიკური კონტაქტით (ხორვატების მეკარემ ფეხის კონტაქტით არ მისცა თავდამსხმელს მოძრაობის გაგრძელების საშუალება)-თამაშის წესები, პარაგრაფი-12.რაც შეეხება პოლონეთთან დანიშნულ 11მ-იანს: მის შესახებ წესებში სწერია: "თუ მოთამაშე დაარტყამს ხელს ან შეეცდება დაარტყას ხელი მოწინააღმდეგეს (შესნიმ ხელი დაარტყა მესის, არ აქვს მნიშვნელობა, ეს შემთხვევით იყო თუ განზრახ. განზრახ რომ დაერტყა, მას გააძევებდნენ), ის დაისჯება საჯარიმო ან 11 მ-იანი დარტყმით." მე მგონი, ყველაფერი გასაგებია.
ზესტა
14 დეკემბერი 2022 19:47
5
ამ პენალტმა გუნდი გატეხა . ამით არგენტინამ გარკვეული ფოლი მიიღო.
ეჭვიანი
14 დეკემბერი 2022 19:23
6
პენალტი უსამართლოდ დაინიშნა,რატომ არ ურჩიეს ვარ-ს ოთახიდან მსაჯს ეპიზოდი ენახა, ალბატ იმიტომ რომ არ გადაეთქვა. აი აქ მარხია ძაღლის თავი არგენტინის სასარგებლოდ
ნოდარი
14 დეკემბერი 2022 19:08
10
სხვა გუნდების გულშემატკივრების მესმის მაგრამ ფეხბურთის სპეციალისტებისაც არ გჯერათ?იმსჯელეთ ობიექტურად ესე როგორ შეიძლება ევროპული გრანდები გააგდეს ბრაზილია გააგდეს არგენტინის სასარგებლოთ?მაიცდამაინც მახრჩობელა ილეთი უნდა გაუკეთოს პენალტი რომ დაუნიშნოს?
ქიტესა
14 დეკემბერი 2022 18:11
10
ვკითხულობ კომენტარებს და მიხარია, ამდენი ნოსტრადამუსი რომ გვყავს. ყველაფერი წინასწარ რომ იციან. :)
ერთი ეგაა, თუ ასე ბევრი ყველაფრის მცოდნე ადამიანია საქართველოში, ასე ცუდად რატომ ცხოვრობს ქვეყანა.
მიშა
14 დეკემბერი 2022 17:46
3
მაგ პენალტის შემდეგ საათნახევარი გქონდათ რამის საჩვენებლად.
მოქალაქე
14 დეკემბერი 2022 16:38
7
ალბათ ფინალშიც აჩუქებენ ერთ-ორ პენალტს.არგენტინამ პირველი თამაშის წაგებით გასაცემი გასცა ეხლა კი იმკის.
w
14 დეკემბერი 2022 16:27
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული