ლორისი: არგენტინას მესი ჰყავს, მაგრამ ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვაქვს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკოს 2:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი საფრანგეთის ნაკრების მეკარე უგო ლორისმა გააკეთა.

"ჩვენ დავიტანჯეთ და ახლა დაუძლურებული, მაგრამ შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი ვართ.

ფეხბურთის ისტორიაში შესვლა შევძელით. ოთხ წელიწადში ეს ჩვენი მეორე ფინალია. ვიყავით ძლიერები, როდესაც საჭირო იყო, მომთმენნი. ყველაფერი იდეალურად არ მიდიოდა.

რაც შეგვიძლია, კვირას ყველაფრის ჩვენება გვმართებს. ფინალი შესანიშნავი იქნება. არგენტინა ჩინებული გუნდია, რომლის რიგებში ფეხბურთელია, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში კვალი დატოვა (მესი). თუმცა ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვაქვს", - ციტირებს ლორისს RMC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული